მთვარის კალენდარი მებაღეებისთვის: 2020 წლის თებერვალი

გამოწერა
მთვარის ენერგეტიკას შეუძლია დაეხმაროს ან ავნოს მცენარეებს, ამიტომ მნიშვნელოვანია მთვარის ფაზების გათვალისწინება მორწყვის, დათესვისა და გადარგვის დროს. გაითვალისწინეთ ასტროლოგების რჩევები და იმოქმედეთ მთვარის კალენდრის მიხედვით.

ადამიანებმა დიდი ხნის წინ შეამჩნიეს მთვარის გავლენა მცენარეების განვითარებაზე. ასტროლოგები აღნიშნავენ, რომ პირდაპირი კავშირი არსებობს მთვარის გრავიტაციული ველის ჩვენი პლანეტის ბიოსფეროზე ზემოქმედებასა და დედამიწის მაგნიტურ ველს შორის. მთვარის ფაზის ზრდაზე ან კლებაზე დამოკიდებულია მებაღის საქმიანობის შედეგები, შრომის ეფექტურობა.

მდინარე ლუარა, საფრანგეთი - Sputnik საქართველო
როგორ მოქმედებს მთვარის ფაზები ადამიანის ენერგეტიკაზე

სწორად შერჩეულ მთვარის ფაზას შეუძლია ხელი შეუწყოს მცენარის ზრდას, იმოქმედოს მის მომავალ ნაყოფზე, ყვავილზე; ხოლო ზოგიერთ დღეს ჯობს, თავი შეიკავოთ მცენარის დათესვა-დარგვისგან, ფესვების გაფხვიერებისგან. ამან, შესაძლოა, გამოიწვიოს მცენარის დაზიანება, ზრდის შენელება, ლპობა, ენერგეტიკული ბალანსის დარღვევა. ეს ეხება არა მხოლოდ მიწასთან უშუალო მუშაობას, არამედ სხვა სამუშაოებსაც ბაღსა თუ ბოსტანში.

თუ რგავთ მცენარეს (განსაკუთრებით, მრავალწლიან მცენარეებს, ხეებს), ეს მხოლოდ მზარდი მთვარის დროს უნდა გააკეთოთ, სასურველია, სავსემთვარეობის წინ. ახალმთვარეობაზე ამის გაკეთება არ ღირს.

წაიკითხეთ აქ: როგორ მოვუაროთ წიწვოვნებს გაზაფხულზე - ვიდეოგაკვეთილები პრაქტიკოსი მებაღისგან>>

სავსემთვარეობის წინ დარგული მცენარე მაღალი გაიზრდება. ზოგადად, განვითარებისკენ მიმართულ ყველა საქმეს მზარდი მთვარის ენერგეტიკა უხდება. ასეა მცენარეების შემთხვევაშიც.

ყველა ახალი ამბავი
0