05:51 26 იანვარი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1870
  • 100 RUB4.6730
  • USD2.8870
სასარგებლო რჩევები
მოკლე ბმულის მიღება
95910

სადაზღვევო კომპანია „ალდაგმა“ მოგზაურობის მოყვარულთ დაზღვევის ახალი და საინტერესო პაკეტი შესთავაზა. რამდენად რეალურია სადაზღვევო სიტუაციის დადგომის შემთხვევაში კომპანიის მხრიდან კომპენსაციის მიღების შესაძლებლობა და რა უნდა გააკეთოთ ამისათვის?

მოგზაური ხარ? ვიზალიბერალიზაციის მადლით მაშინ შენც გაიგებდი, რომ შენგენის ზონაში თუ არ შეგიშვეს, უარიც დაზღვეულიაო, ამბობენ. იმასაც ამბობენ, დაზღვევის გარეშე პიზის კოშკთან სელფს ვერ გადაიღებ, ეიფელის ქვემოთ კრუასანებს ვერ მიირთმევ და ვერც ესპანურ ღამის ბოჰემას ნახავენ შენი ფეისბუქ-მეგობრებიო.

მეტი კომფორტისთვის სადაზღვევო კომპანია „ალდაგმა“ სამოგზაურო დაზღვევას „კომფორტ–პაკეტი“ დაამატა. კომპანიის ინფორმაციით, სამოგზაურო დაზღვევის შეძენასთან ერთად მომხმარებელს 10 ლარად შეუძლია შეიძინოს რამდენიმე დამატებითი რისკის დაფარვა, რომელიც მას მოგზაურობისას დამატებით კომფორტს შეუქმნის.

აი, რამდენიმე საინტერესო დეტალი, თუ რას სთავაზობს „ალდაგი“ სამოგზაურო დაზღვევის მსურველებს:

საზღვარზე უარის დაზღვევა

გულისხმობს შენგენის ან უვიზო მიმოსვლის მქონე ქვეყნების ტერიტორიაზე შესვლის შესახებ უარს. ასეთ შემთხვევაში ანაზღაურდება როგორც ბილეთის, ისე სასტუმროს/ბინის ხარჯები;

რეისის გაუქმების ან გადადების დაზღვევა – ასეთი შემთხვევები საკმაოდ ხშირია. „კომფორტ-პაკეტის“ შეძენის შემთხვევაში კომპანია დაფარავს როგორც ახალი ბილეთის ხარჯებს, ისე ქვეყანაში დასარჩენად გაწეულ სხვა ხარჯებს;

მოგზაურობის ვადაზე ადრე შეწყვეტა 

თუ მოგზაურობისას გაუთვალისწინებელი შემთხვევის გამო იძულებული ხდებით დატოვოთ ქვეყანა, ამ შემთხვევაშიც კომპანია ბილეთისა და დაბინავებისთვის გაწეულ ხარჯებს აანაზღაურებს;

პირადი პასუხისმგებლობის დაზღვევა

ეს არის შემთხვევა, როდესაც უცხო ქვეყანაში ყოფნისას თქვენდაუნებურად ზიანი მიაყენეთ მესამე პირს, რაც ძალიან დიდ ხარჯებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. მაგალითად, თუ დააზიანე რაიმე ნივთი მუზეუმში, ან უბრალოდ მაღაზიაში ძვირფასი სუვენირი გაგიტყდა. ასევე ბარგის დაკარგვა (მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაჯდომა გიწევთ). მოგზაურებისთვის ცნობილია, რომ ეს საკმაოდ ხშირი რისკია და დიდ დისკომფორტს და დამატებით ხარჯებს უკავშირდება. რეისის გაუქმების ან გადადების დაზღვევა — ასეთი შემთხვევებიც საკმაოდ ხშირია.

დიახ, სადაზღვევო კომპანიის მიერ შემოთავაზებული სამოგზაურო დაზღვევის პირობები მართლაც რომ ძალიან კომფორტულია, მაგრამ არსებობს გარკვეული საბუთები, რაც სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას კომპანიაში უნდა წარადგინოთ.

ფეისბუქ-ჯგუფი „იაფი ფრენების“ ადმინისტრატორი ენრიკო ხუტაშვილი თვლის, რომ ხშირ შემთხვევაში სადაზღვევო კომპანიის მიერ მოთხოვნილი საბუთების ნუსხასთან გამკლავება საკმაოდ რთულია, განსაკუთრებით, ახალბედა მოგზაურისათვის.

„თუ მესაზღვრემ ქვეყანაში არ შეგიშვათ, იმისათვის, რომ სადაზღვევო კომპანიისაგან დაპირებული ანაზღაურება მიიღოთ, თქვენი საზღვარზე არშეშვების ოფიციალური მიზეზის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარადგინოთ. ამისთვის კი საკმაო გარჯა მოგიწევთ, რადგან, როგორც წესი, მესაზღვრეები თავს არ იწუხებენ უარის ოფიციალური მიზეზის დასახელებაზე, მით უმეტეს, დოკუმენტალურ დასაბუთებაზე. ამას ისიც ართულებს, თუ მასპინძელი ქვეყნის ან რომელიმე საერთაშორისო ენას არ ფლობთ“, – გვითხრა „იაფი ფრენების“ ადმინისტრატორმა.

მისივე თქმით, რაც შეეხება პირადი პასუხისმგებლობის დაზღვევას, თუ მართლა მიადგა ზიანი თქვენი უნებური ქმედებით მესამე პირს, ან რაიმე ნივთი დააზიანეთ, სადაზღვევო კომპანიას აქაც აუცილებლად უნდა წარუდგინოთ ნივთის ღირებულების გადახდის ქვითარი, პოლიციიდან მომხდარი შემთხვევის დამადასტურებელი დოკუმენტი და ა.შ.

„ყველამ ვიცით, სიამოვნებასთან ერთად რამხელა სტრესია პირველი მოგზაურობა, და ისედაც დაბნეული ადამიანი ამდენ საბუთს რომ თავს მოუყრის, თითქმის წარმოუდგენელია. მაშინ გამოდის, რომ სადაზღვევო პაკეტი ყველაზე არ არის გათვლილი“, – ამბობს ენრიკო ხუტაშვილი.

თუმცა არ ღირს პესიმისტურად შეხედოთ მოვლენებს, მთავარია იცოდეთ, რა დოკუმენტაცია გჭირდებათ სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემთხვევაში (იმედია არ დაგიდგებათ) და მზად იყოთ ამისათვის.

ასეა თუ ისე, მოგზაურობიდან არავინ ბრუნდება ისეთი, როგორიც მოგზაურობამდე იყო. უცხო ქალაქის ქუჩებში ხეტიალი კი უფრო დაგანახებთ და დაგაფიქრებთ თქვენ მიერ შეძენილი სადაზღვევო პაკეტის დადებით და უარყოფით მხარეებზე...

მთავარი თემები