04:50 13 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2645
  • 100 RUB4.6247
  • USD2.9618
მძინარე ბავშვი

რა საფრთხეებს უქმნის ბავშვს ძილის არასწორი რეჟიმი

CC0 / Pixabay
სასარგებლო რჩევები
მოკლე ბმულის მიღება
სასარგებლო რჩევები (148)
48120

ბავშვმა ცხრა საათზე უნდა დაიძინოს და ეს აუცილებელია, რადგან მას დრო უნდა ეყოს ზრდის ჰორმონის გამომუშავებისთვის, რომელიც ძილის მეოთხე სტადიაზე აქტიურდება.

ბავშვობიდან გვესმოდა ფრაზა: „9 საათია, ძილის დროა!" ადამიანებს თანდათანობით ჩვევები ეცვლებათ და თან არა მხოლოდ უფროსებს, არამედ ბავშვებსაც. თუ ადრე საღამოს ცხრა საათზე უკვე ეძინა ბავშვს, ან დასაძინებლად ემზადებოდა, ახლა თანამედროვე ბავშვის დაყოლიება თუნდაც ღამის პიჟამის ჩაცმაზე ძალიან ჭირს.

უძილობის საფრთხეები

ბავშვმა ადრე უნდა დაიძინოს და ამაზე სხვა მოსაზრება არ არსებობს. ეს აუცილებელია იმიტომ, რომ ზრდის ჰორმონი ძილის მეოთხე სტადიაზე აქტიურდება, ანუ დაახლოებით 00:30 საათზე, თუ ზუსტად 21:00 საათზე დავაძინებთ ბავშვს. თუ ბავშვი ძალიან გვიან იძინებს, მას უკვე აღარ ჰყოფნის დრო ამ ჰორმონის გამომუშავებისთვის, რაც სერიოზულ გავლენას ახდენს მის სიმაღლეზე.

ამასთან, ამ სფეროში ჩატარებული ექსპერიმენტების თანახმად, სწორი რეჟიმის პირობებში ბავშვები უფრო კონცენტრირებული არიან სკოლის გაკვეთილებზე, უკეთ იმახსოვრებენ მასალას. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პლუსია ის, რომ ბავშვებს, რომლებიც სწორი რეჟიმით ცხოვრობენ, ასაკში ალცჰაიმერის დაავადების განვითარების ნაკლები რისკი აქვთ. ექიმები აცხადებენ, რომ ამ დაავადებას ორი რამ აფერხებს: ნორმალური ძილი და ფიზიკური აქტიურობა.

მშობლის მოვალეობაა ბავშვის ჩვევებს ადევნოს თვალყური. გასაგებია, რომ ბევრი მშობელი მუშაობს მთელი დღის განმავლობაში და დასვენება საღამოს უნდა. მაგრამ არ უნდა დაივიწყოთ, რომ ბავშვები მშობლების მაგალითს იღებენ, ამიტომ თქვენივე ინტერესებშია, რომ ბავშვის რეჟიმი გააკონტროლოთ. ეს ხომ მის მომავალზე აუცილებლად აისახება როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით.

როგორ უნდა ვასწავლოთ ბავშვს ადრე დაძინება?

ვითარება დასაწყისშივე უნდა შეიცვალოს, ანუ არა მხოლოდ ბავშვი უნდა მივაჩვიოთ ადრე დაძინებას, არამედ ასე უნდა მოიქცეს მთელი ოჯახი. თუ ბავშვს დაწოლის შემდეგ ესმის ხმები, ხედავს სინათლეს, მას ავტომატურად გამოაქვს დასკვნა, რომ ჯერ ძილის დრო არ დამდგარა.

როგორ „მოვარჯულოთ" ჩვენი პატარა

მეორე გადაწყვეტილებაა ბავშვისთვის წიგნის წაკითხვა ძილის წინ. ის მიეჩვევა, რომ წიგნის წაკითხვა ნიშნავს, რომ ძილის დროა.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ ბავშვის ოთახი განათებული უნდა იყოს „თბილი" ფერებით. მაგალითად, თბილი ყვითელი ადუნებს და სიზმრების სამყაროში გადასვლას ეხმარება.

თემები:
სასარგებლო რჩევები (148)

მთავარი თემები