10:09 21 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3088
  • 100 RUB4.6461
  • USD2.9718
გაციება

ყველაზე სასარგებლო გაციების სეზონზე: მედიკოსები სანელებლებს ასახელებენ

CC0 / Pixabay
სასარგებლო რჩევები
მოკლე ბმულის მიღება
სასარგებლო რჩევები (140)
178 0 0

გაციებისა და მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციებისგან თავის დასაცავად და სამკურნალოდ მედიკოსები მოსახლეობას სხვადასხვა სანელებლების გამოყენებას ურჩევენ.

თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. ვირუსებისა და გაციების სეზონზე იმუნიტეტის გასაძლიერებლად ექიმები მოსახლეობას ურჩევენ, გამოიყენონ ისეთი სანელებლები, როგორებიცაა: მიხაკი, ჯანჯაფილი, კურკუმა, ნიორი და წითელი წიწაკა (ჩილი). 

მედიკოსები ამბობენ, რომ მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების პროფილაქტიკის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურ საშუალებად ხმელი მიხაკი მიიჩნევა, რომელიც დიდი რაოდენობით ვიტამინებს, მინერალურ ნივთიერებებსა და ეთერზეთებს შეიცავს. მშრალი ხველისას და ყელის ტკივილისას კარგია მიხაკის გამხმარი ყვავილის გაღეჭვა. გარდა ამისა, შეგიძლიათ მოამზადოთ სავლები მიხაკისა და ზღვის მარილისგან.

რაც შეეხება ჯანჯაფილს, რომელიც ვიტამინ A-ს, С-ს, B1-სა და B2-ს, ასევე მაგნიუმს, ფოსფორს, რკინას, კალციუმს, ნატრიუმს, თუთიასა და კალიუმს შეიცავს, ის შეგიძლიათ დაამატოთ ჩაის, ყავას, ასევე სხვადასხვა კერძებსა და სოუსებს. ჯანჯაფილი გაგიხსნით სასუნთქ გზებს და ასევე დაგეხმარებათ ნახველის ამოღებაში.

ანთების საწინააღმდეგო თვისებების მქონე კურკუმა გაციების პროფილაქტიკის მიზნით უნდა დაამატოთ თბილ რძეში და ძილის წინ დალიოთ. ვიტამინებითა და კაპსაცინით (ნივთიერება, რომელიც ააქტიურებს იმუნური სისტემის უჯრედებს) მდიდარი მწარე წითელი წიწაკა კი დაგიცავთ გაციებისაგან და კარგადაც გაგათბობთ.

თემები:
სასარგებლო რჩევები (140)

მთავარი თემები