20:03 09 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2690
  • 100 RUB4.6218
  • USD2.9466
ბავშვები ჩანთებით

როგორ შევარჩიოთ სასკოლო ჩანთა: თავიდან აიცილეთ ხერხემლის გამრუდება და სხვა პრობლემები

© photo: Sputnik / Solomon Lulishov
სასარგებლო რჩევები
მოკლე ბმულის მიღება
149 0 0

სექტემბერი ახლოვდება და სასკოლო სამზადისიც აქტიურ ფაზაში შედის. მშობლები ცდილობენ ძირითადი ნივთები შეიძინონ - პენალი, საწერი კალმები, ფანქრები, რვეულები და რა თქმა უნდა, ჩანთა.

ერთი შეხედვით ძალიან მარტივია სასკოლო ჩანთის შერჩევა, თუმცა ეს არც ისე იოლია. არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც ყველა მშობელმა უნდა გაითვალისწინოს.

რა უნდა ვიცოდეთ ზურგჩანთის ყიდვისას?

* ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩანთას ჰქონდეს ორთოპედიული საზურგე, რომ ხერხემლის გამრუდებას არ შევუწყოთ ხელი. საზურგე აუცილებლად უნდა იყოს რბილი, რათა წიგნებით სავეს ჩანთამ, ხერხემლის არეში ტკივილი არ მიაყენოს მოზარდს.

* ცარიელი ჩანთა 700-800 გრამზე მეტს არ უნდა იწონიდეს.

* ჩანთა ყიდვამდე აუცილებლად მოარგეთ ბავშვს, რათა ზომა ბავშვის აღნაგობის შესაბამისი იყო.  აუცილებლად შეამოწმეთ ჩანთის ღვედები. შეარჩიეთ ისეთი ჩანთა, რომლის ღვედებსაც ბავშვის ტანზე შესაბამისად მოარგებთ. თუ ზურგჩანთას დამატებითი ღვედები ექნება, ეს გაცილებით მარტივს გახდის მის ტარებას.

* აუცილებელია სწორად შეარჩიოთ ჩანთის ფაქტურა. სასურველია ჩანთა, ბუნებრივი ნაჭრის და ამავდროულად, მყარი იყოს. ჩანთა ნივთების ჩადების შედეგად არ უნდა დეფორმირდებოდეს.

* ჩანთის შეძენისას აუცილებლად შეამოწმეთ ელვა-შესაკრავები. ისინი მარტივად უნდა იკეტებოდეს და იხსნებოდეს.  ელვა, კნოპი, ფხრეწი პრობლემას არ უნდა უქმნიდეს ბავშვს. სასურველია ჩანთას ორმხრივი ელვა-შესაკრავები ჰქონდეს.

* ყურადღება მიაქციეთ ჩანთის განყოფილებების რაოდენობას, რაც დაგეხმარებათ, წიგნები და რვეულები ზურგჩანთაში თანაბრად გადაანაწილოთ. აუცილებლად გაითვალისწინეთ, თუ რა რაოდენობის სასკოლო ნივთების ტარება მოუწევს თქვენს პატარას სკოლაში.

* სპეციალისტების აზრით, ჩანთის სიგანე არ უნდა აღემატებოდეს ბავშვის მხრების სიგანეს.

* ასევე შეგიძლიათ ბორბლებიანი ჩანთის შეძენა, რაც სასკოლო ნივთების ტარებას გაგიადვილებთ.

და ბოლოს, არსებობს ფორმულა, რომელის საშუალებითაც შეძლებთ გამოთვალოთ რა სიმძიმის ჩანთის ტარებაა თქვენი შვილისთვის მიზანშეწონილი:

ზურგჩანთის წონა, წიგნები, რვეულები, საკანცელარიო ნივთები, არ უნდა აღემატებოდეს თქვენი შვილის ზომის 10 %-ს. მაგალითად, თუ თქვენი პირველკლასელი შვილი 27 კილოს იწონის, მისი ჩანთა 2 კილოსა და 700 გრამზე მეტი არ უნდა იყოს.

მთავარი თემები