მითები კვების შესახებ: როდისაა საზიანო შავი შოკოლადის ჭამა

CC0 / Pixabay / შოკოლადი და ვარდები
შოკოლადი და ვარდები - Sputnik საქართველო
გამოწერა
თითოეული ჩვენგანი ცხოვრებაში ალბათ ერთხელ მაინც დაფიქრებულა, სწორად ვიკვებებით თუ არა. ირგვლივ უამრავი მითი არსებობს სწორი კვების შესახებ და სრულ ინფორმაციულ ქაოსში მართლაც ძნელია გაარჩიო მითი რეალობისგან.

კვება ორგანიზმის მიერ საკვები ნივთიერებების მიღების, მონელების, შეწოვისა და ათვისების რთული პროცესია, რომელიც აუცილებელია ორგანიზმის ენერგეტიკული დანახარჯის აღსადგენად, უჯრედებისა და ქსოვილების განახლებისა და მათი ფუნქციის რეგულაციისთვის. ამიტომ ორგანიზმმა უნდა მიიღოს აუცილებელი საკვები საჭირო რაოდენობით, საჭირო დროს.

დღევანდელ სტატიაში ვეცდებით დავამსხვრიოთ მითები შავი შოკოლადის შესახებ, რა სასარგებლო თვისებები აქვს მას და რა დროს შეიძლება აღმოჩნდეს ის მავნე ჩვენი ორგანიზმისთვის.

შოკოლადი მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროდუქტია. გარდა იმ სიამოვნების მიღებისა, რაც ამ ტკბილეულის მირთმევას ახლავს თან, მისგან ბევრი სარგებლის მიღება შეგვიძლია.

გურმანებში განსაკუთრებული პოპულარობით შავი შოკოლადი სარგებლობს. კვლევების მიხედვით, ადამიანზე განსაკუთრებით დადებითად მოქმედებს ის შოკოლადი, რომელიც 70% კაკაოს შეიცავს. ასეთი შოკოლადის მირთმევის შემდეგ უმჯობესდება მეხსიერება და ასევე მცირდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გაჩენის რისკი.

შავი შოკოლადი კაკაოს მაღალი შემცველობისაა, სწორედ ამიტომ ის დადებით გავლენას ახდენს ადამიანის განწყობაზე, სტრესის ხარისხზე, მეხსიერებასა და ასევე იმუნიტეტზე.

კვლევებმა აჩვენა, რომ შავი შოკოლადი შეიცავს პოლიფენოლებს, რომლებიც ხელს უწყობენ სისხლში ქოლესტერინის შემცირებას, მეხსიერების გაუმჯობესებას და, შესაძლოა, დიაბეტის განვითარების რისკიც შეამციროს. ეს უპირატესობები არ ეხება იმ შოკოლადს, რომელიც 70%-ზე ნაკლებ კაკაოს შეიცავს. ასეთ შოკოლადში გაცილებით ნაკლებია პოლიფენოლის შემცველობა.

მთავარი პრობლემა, რაც შეიძლება შავი შოკოლადის მირთმევას ახლდეს თან, მისი ზედმეტი დოზით მიღებაა. მართლაც ძნელია შევჩერდეთ ერთ, ან ორ ნატეხ შოკოლადზე. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ დიდი რაოდენობით მიღება შავ შოკოლადს უკარგავს სასარგებლო თვისებებს და, პირიქით, შეიძლება ჯანმრთელობისთვის საზიანოც კი აღმოჩნდეს.

რატომაა ისეთი შოკოლადი სასარგებლო, რომელიც კაკაოს დიდი პროცენტით შეიცავს? თუ შოკოლადის ფილა 70%-იანი კაკაოს შემადგენლობითაა, ეს ნიშნავს, რომ ამ ფილის 70% დამზადებულია შოკოლადის ხსნარისგან და დამატებულია კაკაოს კარაქის ან კაკაოს ფხვნილის კომბინაცია, დანარჩენი 30% კი შემავსებლებით შედგება (ყველაზე ხშირად იყენებენ შაქარს).

შესაბამისად, კაკაოს მაღალი პროცენტულობა გულისხმობს, რომ ნაკლები ადგილი რჩება დამატებითი ინგრედიენტებისთვის, როგორიც არის შაქარი (რასაც არანაირი სარგებელი არ მოაქვს) და რძის პროდუქტები.

ახლა კი გთავაზობთ შოკოლადის შემადგენლობის მთავარ მათემატიკურ პროპორციებს:

ფილები 50% კაკაოთი: 50% შოკოლადის ფხვნილი + კაკაოს კარაქი, 50% დამატებითი ინგრედიენტები (შაქარი, ლეციტინი, ვანილი და სხვა).
ფილები 70% კაკაოთი: 70% შოკოლადის ფხვნილი + კაკაოს კარაქი, 15% დამატებითი ინგრედიენტები (შაქარი, ლეციტინი, ვანილი და სხვა).
ფილები 100% კაკაოთი: 100% შოკოლადის ფხვნილი + კაკაოს კარაქი, დამატებული 0% შაქარი და არომატიზატორები.
ბოლოს კი კიდევ ერთხელ გირჩევთ, დღეში მიიღეთ შოკოლადის ერთი ან ორი ნატეხი, მაგრამ შეიგრძენით თითოეული ლუკმა.

ყველა ახალი ამბავი
0