თაფლობის თვის დასასრული, ანუ ცხოვრება „ჰეფი ენდის" შემდეგ

CC BY 2.0 / Stephen McCulloch / Communication?ქალი და მამაკაცი
ქალი და მამაკაცი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დასრულდა თაფლობის თვე – სიყვარულით „გავძეხით", ვიალერსეთ, ვისაუბრეთ, დავიღალეთ, თვალებში ნაპერწკალი ჩაგვიქრა. ქორწინებაში ყველაზე დიდი გამოცდა ყოველდღიურობა, ყოფაა, უნარის შესუსტება – რომ წყვილმა უწინდელი მღელვარებით აღიქვას ერთმანეთი.

„ნამდვილი სიყვარული ის კი არ არის, რომელიც დიდი ხნით განშორებას უძლებს, არამედ ის, რომელიც დიდი ხნით სიახლოვეს უძლებს" — ჰელენ როულენდი

ადამიანები ერთმანეთს რეალურად მას შემდეგ იცნობენ, რაც ერთად ცხოვრებას იწყებენ. ქორწინებამდე — ოცნებები, ქორწინების შემდეგ — იმედგაცრუება.

გვწამდა, რომ შეხვედრების ზეიმი უწყვეტ დღესასწაულში გადაიზრდებოდა. გვწამდა, რომ ქორწილის შემდეგ ყველაფერი უკეთესად იქნებოდა, ხოლო სიყვარული — უფრო განმტკიცდებოდა. ქორწინების შემდეგ კი პრობლემები რჩება და ახალი ემატება: როგორ ვიცხოვროთ, როგორ შევეწყოთ…

ქალი ცაში აპყრობილი ხელებით - Sputnik საქართველო
რატომ არ თხოვდება ქალი?

ქორწინებამდე მამაკაცი შეხვედრებს უზრუნველყოფს, ქორწინების შემდეგ ოჯახი უნდა უზრუნველყოს, არჩინოს. ქალი პრინცესობიდან მოახლედ გარდაიქმნება. თაყვანისმცემლები, პაემნები, ყვავილები, ცეკვები… თავისუფალი ცხოვრების ლამაზი ატრიბუტები იცვლება ოჯახური მზრუნველობით, მძიმე ჩანთებით, ჭუჭყიანი ქვაბებით და, სადაცაა, ბავშვის პამპერსების კარზე მოდგომით…

დასრულდა თაფლობის თვე — სიყვარულით „გავძეხით", ვიალერსეთ, ვისაუბრეთ, დავიღალეთ, თვალებში ნაპერწკალი ჩაგვიქრა. ქორწინებამდე გრძნობები განშორებებით თბებოდა, ახლა ყოველდღე — ერთად. ქორწინებაში ყველაზე დიდი გამოცდა ყოველდღიურობა, ყოფაა, უნარის შესუსტება – რომ წყვილმა უწინდელი მღელვარებით აღიქვას ერთმანეთი. შეიძლება დადგეს ემოციური გადატვირთვა და ამას ღრმა გულგრილობა მოჰყვეს.

პარტნიორების მუდმივი ურთიერთობების დროს არანაირ პირობას, ძალისხმევას არ შეუძლია გრძნობების შენარჩუნება ისეთივე მაღალ დონეზე, როგორიც ურთიერთობების დასაწყისში იყო. ემოციურ აღმასვლას აუცილებლად მოჰყვება ვარდნა.

ყველა ახალი ამბავი
0