19:44 10 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2606
  • 100 RUB4.6194
  • USD2.9446
რიგა

როგორ დავსაქმდეთ ლატვიაში ლეგალურად: პრაქტიკული რჩევები

© photo : courtesy of Victor Petrovsky
სასარგებლო რჩევები
მოკლე ბმულის მიღება
24800

დღეს მსოფლიოში სულ უფრო მეტი ადამიანი გადაადგილდება ქვეყნიდან ქვეყანაში უკეთესი სამუშაოს მოსაძებნად. სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობის მთავარ გამოსავლად შრომითი მიგრაცია რჩება. ასეთი ქვეყნების რიგებშია საქართველოც.

საქართველოდან ემიგრაციაში ყველაზე ხშირად ევროკავშირის ქვეყნებში მიდიან, რადგანაც მიგრაციის ერთ-ერთ მამოძრავებელ ძალად მიჩნეულია უფრო მაღალი ანაზღაურების მიღების სურვილი, უკეთესი სამუშაო გარემო, ადამიანების უფლებების დაცვის მეტი გარანტია.

დღევანდელ სტატიაში შევეცდებით მოკლედ აგიხსნათ, როგორია ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის – ლატვიის დასაქმების პოლიტიკა და როგორ უნდა მოახერხოთ, რომ ლეგალური გზებით იპოვოთ იქ თქვენთვის სასურველი და შესაფერისი სამუშაო.

ლატვიის ეკონომიკა ზრდის მაღალი ტენდენციით ხასიათდება. ზოგადად, ეს ქვეყანა სიმდიდრისა და შემოსავლების განაწილების თვალსაზრისით ევროკავშირის მასშტაბით ყველაზე უთანასწორო ქვეყნების რიგებში შეიძლება ჩავთვალოთ. კერძოდ, რამდენიმე წლის წინ უმდიდრესი მოსახლეობის 20%-ის შემოსავლებმა 6-ჯერ გადააჭარბა უღარიბესი 20%-ის იმავე მაჩვენებელს.

აღსანიშნავია, რომ ლატვიის შრომის ბაზარზე სამუშაო ძალა შემცირდა, რის შედეგადაც უმუშევრობის დონემ იკლო, ანაზღაურება კი გაიზარდა.  

მოთხოვნა მიგრანტ მუშახელზე ლატვიაში:
ლატვიის შრომის ბაზარზე ძირითადი მოთხოვნა ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების, ჯანდაცვის სპეციალისტებზე, ინჟინრებზე, მაღალი რანგის მენეჯერებსა და ბიზნესისა და ადმინისტრირების პროფესიონალებზე არის.

იმისათვის, რომ შრომის ბაზარზე არსებული დეფიციტი აღმოფხვრას, ლატვიის მთავრობა სხვადასხვა ღონისძიებას ატარებს, კერძოდ, ხელს უწყობს ეთნიკური ლატვიელების სამშობლოში დაბრუნებას, აუმჯობესებს განათლების სისტემას, ამზადებს სამუშაო ძალას და ახალისებს მესამე ქვეყნებიდან შრომით მიგრაციას.

განსხავებით ევროკავშირის სხვა ქვეყნებისგან, ლატვიაში დეფიციტური პროფესიების სია არ იწარმოება. შესაბამისად, მესამე ქვეყნის მოქალაქეთათვის ლატვიაში დასაქმება არ არის დამოკიდებული შრომის ბაზარზე არსებულ დეფიციტზე. შრომითი მიგრაციის პირობები დაფუძნებულია შრომის ბაზრის ტესტზე.

ე.წ. შრომის ბაზრის ტესტის მიხედვით, თუ დამსაქმებელს მესამე ქვეყნის მოქალაქის დაქირავება სურს, ის ვალდებულია აცნობოს ადგილობრივ დასაქმების სამსახურს, რომელიც ვაკანსიას გამოაქვეყნებს თავის ვებ-პორტალზე. თუ აღნიშნულ პოზიციაზე ერთი თვის ვადაში ვერ მოხერხდება ვაკანსიის შევსება, მაშინ დასაქმების სააგენტო თანხმდება შრომისა და ბინადრობის ნებართვა გასცეს მესამე ქვეყნის მოქალაქეზე.

მიგრანტი მუშახელის დასაქმება ლატვიაში – პრაქტიკული რჩევები

თუ ლატვიაში ლეგალურად დასაქმებას გადაწყვეტთ, თქვენ დაგჭირდებათ შრომისა და ბინადრობის ნებართვა, როგორც მოკლევადიანი (90 დღეზე ნაკლები), ისე გრძელვადიანი დასაქმების შემთხვევაში.

ვიზის ასაღებად უნდა მიმართოთ ლატვიის დიპლომატიურ მისიებს, ხოლო ბინადრობის უფლების გაცემა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარების ქვეშ მყოფი მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურის უფლებამოსილებას წარმოადგენს. ეს სახელმწიფო ორგანო არის პასუხისმგებელი შრომის უფლების მინიჭებაზეც.

სპეციალურ შემთხვევებში შესაძლებელია ლატვიამ გასცეს ვიზა შრომის უფლებით. ეს გამარტივებული პროცედურა ვრცელდება სტუდენტებზე, კონსულტანტებზე და მაღალი რანგის ბიზნეს-პროფესიონალებზე. ასევე არსებობს კონკრეტული ჩამონათვალი პროფესიებისა, რომელთა შემთხვევაში ხდება ვიზის გაცემა შრომის უფლებით. ესენია: პროექტის დირექტორი, პროექტის მენეჯერი, სისტემის ანალიტიკოსი, IT პრობლემების მოგვარების კონსულტანტი და სხვ.

მთავარი თემები