ლამაზი თუ... რა რისკები არსებობს, როდესაც ტატუს დახატვას გთავაზობენ

© photo: Tattoo / FBგოგონა ტატუებით
გოგონა ტატუებით - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკა „ფასილიტატორის“ სტუმარია დიპლომირებული მედიკოსი ნინო ვარდოსანიძე.

სხვადასხვა კულტურაში, სალონებში, ფესტივალებსა თუ ზღვისპირა ქალაქების ბულვარებში, მით უფრო ზაფხულის სეზონზე, პოპულარულია ხნა/ჰენა-თი სხეულის მოხატვა. ტატუ დროებითია და წესით რამდენიმე დღეში უპრობლემოდ თავადვე ქრება, მაგრამ…

ჰენა – არის მცენარეული საღებავი. ანტიკური დროიდან გამოიყენებოდა არაბეთში, ინდოეთში, ეგვიპტესა და სხვა მრავალ ქვეყანაში კულტურული, თუ ესთეტიკური მიზნებით, იქნებოდა ეს თმის, ტყავის, აბრეშუმის თუ მატყლის საღებავი.

ჰენას გამოყენება სარისკოა მის შემცველობაში არსებული ერთ-ერთი პროდუქტის – პარაფენილენდეამინის გამო, რომელსაც, როგორც წესი, იყენებენ თმის საღებავებშიც, თუმცა შემცველობა კონტროლდება მკაცრად. იმისთვის, რომ ჰენამ დიდხანს გაძლოს სხეულზე და უფრო მუქი ფერი მიიღოს, PPD-ს (პარაფენილენდეამინს) ჭარბად იყენებენ.

ეს ის შემთხვევა არ არის, როდესაც სილამაზე მსხვერპლს უნდა მოითხოვდეს.

© FB / Tattooტატუ
ლამაზი თუ... რა რისკები არსებობს, როდესაც ტატუს დახატვას გთავაზობენ - Sputnik საქართველო
ტატუ

როგორ უნდა მივხვდეთ ნამდვილი ჰენაა, თუ არა და რა შეიძლება გამოიწვიოს?

ნატურალური ჰენა არ იწვევს ალერგიულ რეაქციას. ნამდვილი ჰენა არის მოწითალო-მონარინჯისფრო, თუ ჰენა შავია, თავი შორს დაიჭირეთ, რადგან სავარაუდოა მასში PPD-ს მაღალი შემცველობა. შეიძლება გამოიწვიოს: მსუბუქი დისკომფორტი, ქავილი, შესიება, სიწითლე, ტკივილი, ქიმიური დამწვრობა, ალერგიული რეაქცია.

PPD-ს მიმართ განვითარებული სენსიბილიზაცია:

ვინაიდან გარკვეული რეაქცია ჰენაზე PPD-ს შემცველობის გამო წარსულში გამოვლენილია, მის შემცველ პროდუქტთან ნებისმიერმა კონტაქტმა შეიძლება გარკვეული რეაქცია გამოიწვიოს, მათ შორის, ანაფილაქსიური შოკიც, რაც შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს. გავიხსენოთ 2012 წელს მომხდარი გახმაურებული შემთხვევა – ჯული მაკკაბე, ბრიტანელი ქალბატონი დაიღუპა ანაფილაქსიური შოკით, რომელიც გამოწვეული იყო ჰენას მიმართ არსებული სენსიბილიზაციით. რამდენიმე წლის წინ მას ჰქონდა ჰენას ტატუ, რომელზეც მსუბუქი რეაქცია გამოეხატა და მას შემდეგ გამოყენებული ნებისმიერი თმის საღებავი ქავილს იწვევდა. ერთხელაც რეაქცია იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ანაფილაქსიური შოკის გამო ფატალური შედეგი გამოიწვია.

© FB / Tattooტატუ
ლამაზი თუ... რა რისკები არსებობს, როდესაც ტატუს დახატვას გთავაზობენ - Sputnik საქართველო
ტატუ

რეკომენდებულია თმის საღებავის შერჩევისას აპლიკაციური ტესტის გაკეთება, ანუ კანის მცირე მონაკვეთზე მისი დატანა რეაქციის შესამოწმებლად და მხოლოდ ამის შემდეგ გამოყენება/არგამოყენების გადაწყვეტა.

თუ მაინც გადაწყვეტთ ჰენას ტატუს გაკეთებას, ნებისმიერი საშიში სიმპტომების შემთხვევაში, როგორიცაა ქავილი, წვა, სიწითლე, ქიმიური დამწვრობა, მიმართეთ ექიმს, რათა არ გართულდეს ინფექცია და ნუ დაიწყებთ თვითმკურნალობას. წინააღმდეგ შემთხვევაში დაგჭირდებათ ანტიბიოტიკები. პირველ რიგში ჯობს კომპეტენტურმა პირმა მოახდინოს არსებული სიტუაციის სწორად შეფასება და მართვა.

ყველა ახალი ამბავი
0