მითები კვების შესახებ: სასარგებლოა თუ არა ჩირის ჭამა

© Sputnik / Levan Avlabreliთხილი და ჩირი
თხილი და ჩირი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თითოეული ჩვენგანი ცხოვრებაში ალბათ ერთხელ მაინც დაფიქრებულა, სწორად ვიკვებებით თუ არა. ირგვლივ უამრავი მითი არსებობს სწორი კვების შესახებ და სრულ ინფორმაციულ ქაოსში მართლაც ძნელია გაარჩიო მითი რეალობისგან.

კვება ორგანიზმის მიერ საკვები ნივთიერებების მიღების, მონელების, შეწოვისა და ათვისების რთული პროცესია, რომელიც აუცილებელია ორგანიზმის ენერგეტიკული დანახარჯის აღსადგენად, უჯრედებისა და ქსოვილების განახლებისა და მათი ფუნქციის რეგულაციისთვის. ამიტომ ორგანიზმმა უნდა მიიღოს აუცილებელი საკვები საჭირო რაოდენობით, საჭირო დროს.

დღევანდელ სტატიაში ვეცდებით დავამსხვრიოთ მითები ჩირის შესახებ. ჩირსაც, ისევე, როგორც სხვა საკვებს, აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი თვისებები. მიუხედავად მისი უამრავი სასარგებლო თვისებისა, არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რასაც აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება.

ჩირი სამართლიანად ითვლება ერთ-ერთ ყველაზე სასარგებლო ნატურალურ ნუგბარად. გამხმარ ხილში გაცილებით მეტი ვიტამინია შენარჩუნებული, ვიდრე მაცივარში შენახულ იმავე პროდუქტში. სწორედ დაჩირვის ხერხით შეიძლება მალფუჭებადი ხილის შენახვა ისე, რომ სასარგებლო თვისებები არ გაუქრეს.

ყველაზე დიდი პრობლემა, რასაც შეიძლება ჩირთან დაკავშირებით წავაწყდეთ, ისაა, რომ მასში საკმაოდ ბევრი კალორია და შაქარია, რადგანაც გლუკოზასა და ფრუქტოზას შეიცავს. ჩირის ენერგეტიკული ღირებულება 100 გრამზე 250-300 კკ-იაა, ამიტომ დღეში 100 გრამზე მეტს ნუ მიირთმევთ. ჩვეულებრივი გამომშრალი ხილი შეიცავს იმდენ შაქარს, რამაც შეიძლება ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემები შეგვიქმნას და წონაში მომატებასაც შეუწყოს ხელი.

გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთ ხილს გამოშრობამდე სიროფში, ან შაქარში ამოავლებენ ხოლმე.

რამდენად ჯანსაღია ჩირი, იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ პირობებში მზადდება. ზოგიერთი მწარმოებელი ჩირს კონსერვანტებს უმატებს, რადგან ის ინახავს ნაყოფს, ხელს უშლის გაუფერულებას, რაც მას უფრო მიმზიდველს ხდის.

ამიტომაც გირჩევთ, ჩირი, მით უმეტეს, ნაყიდი მცირე ულუფებით მიირთვათ.

ყველა ახალი ამბავი
0