06:33 18 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2980
  • 100 RUB4.6380
  • USD2.9682
ვიტამინები

მითები კვების შესახებ: სასარგებლოა თუ არა ხილის წვენები

CC0 / Pixabay
სასარგებლო რჩევები
მოკლე ბმულის მიღება
10710

თითოეული ჩვენგანი ცხოვრებაში ალბათ ერთხელ მაინც დაფიქრებულა, სწორად ვიკვებებით თუ არა. ირგვლივ უამრავი მითი არსებობს სწორი კვების შესახებ და სრულ ინფორმაციულ ქაოსში მართლაც ძნელია, გაარჩიო მითი რეალობისგან.

კვება ორგანიზმის მიერ საკვები ნივთიერებების მიღების, მონელების, შეწოვისა და ათვისების რთული პროცესია, რომელიც აუცილებელია ორგანიზმის ენერგეტიკული დანახარჯის აღსადგენად, უჯრედებისა და ქსოვილების განახლებისა და მათი ფუნქციის რეგულაციისთვის. ამიტომ ორგანიზმმა უნდა მიიღოს აუცილებელი საკვები საჭირო რაოდენობით, საჭირო დროს.

დღევანდელ სტატიაში ვეცდებით, დავამსხვრიოთ მითი ხილის წვენებზე  და გავიგოთ, რატომ შეიძლება იყოს ის  საზიანო ჯანმრთელობისთვის.

არავინ დავობს იმაზე, რომ ხილის წვენი სასარგებლოა ორგანიზმისთვის. მაგალითად, ის  შეიძლება იყოს ნუტრიენტების (საკვები პროდუქტების შემადგენლობაში შემავალი ორგანული და არაორგანული ნივთიერებები) კარგი წყარო, მათ შორის C ვიტამინის. პრობლემა ისაა, რომ ხილის წვენის დალევისას შეიძლება მივიღოთ ძალიან ბევრი კალორია და ძალიან ბევრი შაქარი. გაგიკვირდებათ და ხილის წვენი უფრო მეტ კალორიასა და შაქარს შეიცავს, ვიდრე გაზიანი გამაგრილებელი სასმელები.

როდესაც ხილის წვენს ვყიდულობთ, შეიძლება ის არ აღმოჩნდეს, რასაც ვვარაუდობდით.  მაღალი ხარისხის ხილის  წვენს, როგორც წესი, აქვს ეტიკეტი „100%-ით სუფთა“, მაგრამ ის შეიძლება ინახებოდეს ისეთ ქილაში, რომელიც ჟანგბადის კონცენტრაციას ამცირებს, ასევე, დამატებული ჰქონდეს არომატიზატორები, რათა წვენს დაუბრუნონ გადამუშავების პროცესში დაკარგული გემო.

დაბალი ხარისხის ხილის წვენი კი სხვა არაფერია, თუ არა ხილის არომატით გაჯერებული შაქრიანი წყალი. ცხადია, ასეთი წვენი არ შეიცავს ახალი ხილის ბოჭკოვან ნივთიერებებს და არანაირი სასარგებლო თვისებები მას არ გააჩნია.

გირჩევთ, თავად გამოწუროთ ახალი ხილისგან წვენი, ან მიირთვით წყალი, რომელსაც დამატებული ექნება სხვადასხვა ხილის ნაჭრები.

მთავარი თემები