საზამთროს ქართული ისტორია ანუ ის რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ მელსაპეპონზე

CC0 / Pixabay / საზამთროები
საზამთროები - Sputnik საქართველო
გამოწერა
იცოდით, რომ საზამთრო უძველესი ბაღჩეული კულტურაა და მას საქართველოში ჯერ კიდევ პირველ ათასწლეულში იცნობდნენ? უფრო მეტიც, საზამთროს ჩვენი წინაპრები მელსაპეპონს უწოდებდნენ და მისი სხვადასხვა ჯიშიც კი მოჰყავდათ.

ნატა პატარაია

რომელ ჯიშებს ანიჭებენ უპირატესობას საქართველოში დღეს ფერმერები და როგორ ავარჩიოთ გემრიელი საზამთრო Sputnik-საქართველოს გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს,  სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის, ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების კვლევის სამსახურის უფროსი სპეციალისტი ფრიდონ სანაია ესაუბრა.

CC0 / Pixabay / საზამთრო
საზამთროს ქართული ისტორია ანუ ის რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ მელსაპეპონზე - Sputnik საქართველო
საზამთრო

– საზამთრო აფრიკული წარმოშობის მცენარე, რომლის ველური ფორმა აფრიკაში დღესაც მოიპოვება. ის პირველად ძველ ეგვიპტეში დანერგეს და შესაბამისად ეს უძველესი ქვეყანა ითვლება მის პირველ მწარმოებელადაც. თუმცა ამ ბაღჩეულს საქართველოშიც ძალიან დიდი ხნის ისტორია აქვს. ოღონდ მას ყოველთვის საზამთრო არ ერქვა. ჯერ კიდევ სულხან–საბა ორბელიანის ლექსიკონში,  ის მოხსენიებულია როგორც  „მელსაპეპონი“. ივანე ჯავახიშვილის მიხედვით კი მელსაპეპონი საზამთროს აღსანიშნავად საქართველოში ჯერ კიდევ მე–7 საუკუნის ისტორიულ წყაროებში მოიხსენიება, თუმცა დიდი ალბათობით, ის ჩვენთან გაცილებით ადრე შემოიტანეს. საზამთროს მელსაპეპონის სახელწოდება მე–18 საუკუნემდე შემორჩა. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მე–12 საუკუნის საექიმო წიგნებში ეს ბაღჩეული უკვე მოიხსენიება როგორც „საზამთრო“.

არსებობს საზამთროს ქართული ჯიშებიც. ესენია კახური, მუხიანური, სოხუმური.

მუხიანური წყალტუბოს რაიონში, სოფელ მუხიანშია გამოყვანილი. მას საუკეთესო გემო აქვს. ნაყოფი საშუალო სიდიდის­ არის, მრგვალი, კანის ფერი მწვანეა, ხოლო რბილობი - მუქი ვარდისფერი, ტკბილი და წყლიანია.

CC0 / Pixabay / congerdesign / საზამთრო
საზამთროს ქართული ისტორია ანუ ის რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ მელსაპეპონზე - Sputnik საქართველო
საზამთრო

კახური ჯიშის საზამთრო ძირითადად, კახეთსა და ქვემო ქართლშია გავრცელებული. მისი ორი ფორმა არსებობს: მრგვალი და მოგრძო. ამ ჯიშის საზამთროს ნაყოფი მსხვილია, ხოლო ქერქი­ - მუქი მწვანე. კახური ჯიშის საზამთროს ნაყოფი ტკბილია და ხანგრძლივად ინახება. ეს ჯიშიც ისეთივე გემრიელია, როგორიც მუხიანური საზამთრო.

სოხუმური ჯიშის საზამთრო კი დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაშია გავრცელებული. ნაყოფი მსხვილია, მრგვალი-ელიფსური, ზედაპირი მცირედ წიბოიანი, მუქი მწვანე ფერის. რბილობი წითელია, ხრაშუნა და ძალიან ტკბილი. თანაც დაავადებების მიმართ გამძლეა.

CC BY 2.0 / Charli Lopez / watermelonგახსოვდეთ: საზამთროს დამწიფებას ნაყოფის გამოღებიდან საშუალოდ 67–97 დღემდე სჭირდება
საზამთროს ქართული ისტორია ანუ ის რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ მელსაპეპონზე - Sputnik საქართველო
გახსოვდეთ: საზამთროს დამწიფებას ნაყოფის გამოღებიდან საშუალოდ 67–97 დღემდე სჭირდება

–ფერმერებს ქართული ჯიშები თუ მოჰყავთ  დღეს?

–საზამთროს ადგილობრივი ჯიშები შეიძლება მხოლოდ მცირე ფართობებზე შეგვხვდეს. მოსახლეობისთვის უფრო მიმზიდველია მაღალმოსავლიანი შემოტანილი ჰიბრიდები და ჯიშები. იქიდან გამომდინარე, რომ  ქართული ჯიშების  მოსავლიანობა დიდი არ არის, ჰიპრიდები ჯერ კიდევ წინა საუკუნეში, შემოვიდა. ჰიბრიდი ეს იგივე სელექციური ფორმაა, რომელიც  სხვადასხვა ფორმების  ხელოვნური შეჯვარების გზით მიიღება. საზამთროს  მოყვანისას ასევევ მნიშვნელოვანია რამდენი აქვს ჯიშს შაქრის შემცველობა, წონა, გემო და რამდენად გამძლეა დაავადებების მიმართ.

© Pixabay / Pixabayსაზამთრო
საზამთროს ქართული ისტორია ანუ ის რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ მელსაპეპონზე - Sputnik საქართველო
საზამთრო

–რითი განსხვავდება ადგილობრივი საზამთრო იმპორტირებულისგან?

–თუ ჰიბრიდულ ჯიშებზეა საუბარი, მაშინ არაფრით, რადან საქართველოში სელექცია ძალიან დიდი ხანი არ ხდებოდა. თუმცა ჩვენ ამჟამად ვმუშაობთ ამ მიმართულებით და ახალ ჯიშსაც უახლოეს მომავალში დავარეგისტრირებთ. რაც შეეხება ჰიბრიდულ ჯიშებს, მათ  ძალიან დიდი მოსავლიანობა აქვთ. შეიძლება 1 ჰა მიწის ფართობზე 40 დან –200 ტონამდე საზამთროს მოსავლის აღება. საქართველოში ძირითადად გავრცელებულია ისეთი ჰიბრიდები და ჯიშები როგორებიცაა: დინასტია კრიმსონ სვიტი, ლეანკა, ოდისეი, ანთემი, KS -163. KS-804,  12WMK -413  12 WMK-421, დენვერი. ეს ის ჯიშები და ჰიბრიდებია, რომლებიც კარგი მოსავლიანობით გამოირჩევა.

ჩვენმა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითმა ცენტრმა და უშუალოდ მეც, 2014 წლიდან დავიწყეთ მუშაობა ბოსტნეულ და ბაღჩეულ კულტურებზე. 2015 წლიდან უკვე საზამთრიოს საცდელი სანერგეები გვქონდა, სადაც ჩართული იყო ათეულობით ადგილობრივი და  შემოტანილი ჰიბრიდი და ჯიში. ჩვენ შევისწავლეთ მათი მოსავლიანობა, ადგილობრივ  ნიადაგურ –კლიმატურ პირობებთან შეგუების უნარი, გემოვნური თვისებები და დაავადებების და მავნებლების მიმართ გამძლეობის უნარი. შედეგად, ბაზარზე მალე გამოჩნდება საქართველოში შექმნილი ახალი ჯიში, რომელიც არის სქელკანიანი და გამოიყენება, როგორც სუფრისთვი, ასევე საკონსერვო დანიშნილებით.

CC0 / Pixabay / საზამთრო
საზამთროს ქართული ისტორია ანუ ის რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ მელსაპეპონზე - Sputnik საქართველო
საზამთრო

–ძნელია საზამთროს მოყვანა?  

–საზამთრო არ არის ძნელი მოსაყვანი კულტურა.მას ძალიან ნაზი ფოთლები აქვს, მაგრამ  ფესვებს მიწაში ღრმად იდგამს, ამიტომ  მის დასარგავად  უნდა მოხდეს ნიადაგის ღრმა დამუშავება, ამ მცენარეს არც ზედმეტი ტენიანობა უყვარს, თუმცა მორწყვას  საჭიროებს. საზამთროც ისევე ავადდება, როგორც სხვა გოგროვანი კულტურები, თუმცა მაგალითად კიტრთან შედარებით უფრო გამძლეა. დაავადებებიდან ამ კულტურას ძირითადად უჩნდება ჭრაქი, ნაცარი ანთრაქნოზი ასკოქიტოზი,  საზამთროს ასევე შეიძლება გაუჩნდეს სხვადასხვა მავნებლები, როგორიცაა ბუგრი, თრიფსი, ფრთათეთრა, ფოთლის მენაღმე ბუზი, ტკიპა. მათ წინააღმდეგ კი უნდა გამოვიყენოთ პესტიიდები. შეიძლება ბევრმა თქვას, საზამთრო სახლში მომყავს და არ ვწამლავო, მაგრამ როდესაც ფერმერს დიდ ფართობზე აქვს დარგული, ამ რისკზე ვერ წავა. რადგან შეიძლება დაავადებებმა მას მოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი დაუზიანოს. რა თქმა უნდა სასურველია ფერმერის ნაკვეთის მონიტორინგი დარგის სპეციალისტის მიერ ხდებოდეს და მხოლოდ ამის შემდეგ ხდებოდეს წამლობასთან დაკავშირებული რეკომენრაციების მიხედვით პესტიციდების გამოყენება. არსებობს წამლობის სქემაც, როდის და რა დოზით უნდა გამოვიყენოთ პესტიციდები, მაგრამ ეს სქემები მაინც ზოგადია და ხშირად კორექტირებას საჭიროებს.

CC0 / Pixabay / საზამთროს წვენი
საზამთროს ქართული ისტორია ანუ ის რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ მელსაპეპონზე - Sputnik საქართველო
საზამთროს წვენი

–რამდენად საშიშია პესტიციდები ადამიანის ჯანმრთელობისთვის?

–ბოლო დროს ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ ბიო პროდუქცია უნდა ვაწარმოვოთ. რა თქმა უნდა ორგანული პროდუქცია კარგი მიმართულებაა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არ არის ადვილი საქმე. პირველ რიგში მწარმოებელმა უნდა იცოდეს, რომ მიდის სერიოზულ რისკზე, რა თქმა უნდა როცა ადამიანს ეს უღირს, იმან უნდა გააკეთოს კიდეც, მაგრამ ჩვენ ფერმერებს ამას მასიურად ვერ ვურჩევთ.

ადამიანს როცა რაღაც ატკივდება, ის აუცილებლად ღებულობს რაღაც ქიმიურ საშუალებას, არავის არ სიამოვნებს წამლის დალევა, მაგრამ როცა საჭიროება მოითხოვს, აკეთებს. თუ  ადამიანი ღებულობს წამალს, რატომ არ უნდა მიიღოს მცენარემ?  მეც არ ვარ მომხრე  ბევრი ქიმიური პრეპარატის გამოყენების, თუ ამას აუცილებლობა არ მოითხოვს, მაგრამ ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს ქიმიური წამლების გამოყენების. თუმცა აქ უნდა დავიცვათ დოზირება. ასევე მნიშვნელობა აქვს როდის შეიტან და რამდენი ხანი აქვს ლოდინის პერიოდი – ანუ დრო რომელიც არის გასული პესტიციდის შეტანიდან  მოსავლის აღებამდე. ამიტომ თავიდან უფრო მაღალი ტოქსიკურობის კლასის მქონე პრეპარატებს იყენებენ, ხოლო მოსავლის აღების მოახლოვებისას უფრო სუსტს მოიხმარენ. ეს არის მთავარი. სინამდვილეში პრობლემა პესტიციდებში კი არ არის, არამედ იმ ფერმერების არაკეთილსინდისიერებაში, რომლებიც ლოდინის პერიოდს არ იცავენ.

CC0 / Pixabay / ხილის ასორტი
საზამთროს ქართული ისტორია ანუ ის რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ მელსაპეპონზე - Sputnik საქართველო
ხილის ასორტი

–როგორ უნდა ავირჩიოთ  გემრიელი საზამთრო?

–საზამთროს არჩევის შემთხვევაში პირველ რიგში ყურადღება უნდა მივაქციოთ ხმას, ის ასე ვთქვათ, დოლის ხმის მსგავს ხმას უნდა გამოსცემდეს. ძველი მეთოდი იყო,  ყურთან ახლოს მიჰქონდათ მოუჭერდნენ და ხრშუნს თუ გაიგებდნენ,  ესე იგი კარგი იყო, თუმცა საზამთრო ასეთ შემთხვევაში მალე გაფუჭდება. საზამთრო თავიდან მუქი მვანეა და როგორც კი მას მოთეთრო მოყვითალკო ფერი შეეპარება ის უკვე სიმწიფისკენ მიდის, ყუნწს როცა მუქი ყავისფერი ხაზები გაუჩნდება, ესეც ერთ–ერთი ნიშანია იმისა, რომ საზამთრო მწიფეა, მაგრამ თუ ის გადამწიფებულია, შეიძლება უკვე მომწამლავიც იყოს. ყველაზე საშიში არის ჯანმრთელობისთვის დარბილებული და გადამწიფებული საზამთრო. 

ყველა ახალი ამბავი
0