17:33 19 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3088
  • 100 RUB4.6461
  • USD2.9718
ხედი ჰორიზონტზე

კვირის ასტროპროგნოზი: 8–14 ივლისი და რეტრო–მერკურის გავლენა ზოდიაქოს ნიშნებზე

CC BY 2.0 / Ben Perrin / Lysterfield Lake
სასარგებლო რჩევები
მოკლე ბმულის მიღება
ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის (186)
1967 0 0

ამ კვირის მნიშვნელოვანი მოვლენაა ის, რომ რეტროგრადული ხდება მერკური – პლანეტა, რომელიც ფინანსებსა და კარიერაზეა პასუხისმგებელი. ეს ბევრისთვის ამ სფეროებში არახელსაყრელი პერიოდის დადგომას ან გლობალურ ცვლილებებს ნიშნავს

მერკურის ენერგეტიკა ძალზე დინამიკური და ცვალებადია ისევე, როგორც ფინანსური სამყარო. როდესაც პლანეტა უკუსვლას იწყებს, ცვლილებები ჩვენგან დამოუკიდებლად მიმდინარეობს, ხოლო დაუფიქრებელი ნაბიჯები უსიამოვნო მოვლენების ჯაჭვის დასაწყისი შეიძლება გახდეს.

პლანეტა რეტროგრადული იქნება 31 ივლისამდე, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია ის, თუ რა მოხდება მისი უკუსვლის პირველ დღეებში, ანუ ამ კვირის დასაწყისში. როგორც კი პლანეტა შემობრუნდება, გაჩნდება ფულის ხარჯვის სურვილი, ან, პირიქით, გამძაფრდება სიხარბე.

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ 8 ივლისს, სჯობს, მოვერიდოთ არაკეთილმოსურნეებს კოლეგებსა და საქმიან პარტნიორებს შორის. რეტროსვლის  პირველი ორი დღე სამუშაოსა და ბიზნესის სფეროში ღალატისა და კონფლიქტების აპოგეა გახდება. გამწვავდება კონკურენცია. ბევრი იეშმაკებს დიდების, სარგებლისა და ავტორიტეტის გამო.

რეტროგრადული იუპიტერი: 10 აპრილი – 10 აგვისტო – როგორ იმოქმედებს ზოდიაქოს ნიშნებზე>>

8 და 9 ივლისს მიგვატოვებს იღბალი, ამიტომ ასტროლოგები გვირჩევენ, არ გავრისკოთ, არ შევეჭიდოთ რთულ ამოცანებს. ამ პირველ ორ დღეს სპეციალისტების რეკომენდაციებია:

  • არ ავიღოთ ვალი
  • დავასრულოთ მნიშვნელოვანი, გადაუდებელი საქმეები
  • არ მივცეთ არავის ფუჭი დაპირება
  • არ დავაჩქაროთ მოვლენები
  • არ მივაქციოთ ყურადღება ჭორებს
  • სამომავლოდ გადავდოთ იურიდიული საქმეები

მერკური დინამიკის პლანეტაა, მაგრამ მისი რეტროგრადულობის დროს პირიქით უნდა ვიმოქმედოთ. თითოეულ საკითხზე კარგად უნდა ვიფიქროთ, განსაკუთრებით, ინტელექტუალური სამუშაოს შესრულების დროს. ყურადღება გაიფანტება, მეხსიერება – გაუარესდება, ამდენად, მეტი დაფიქრება და გონების მოკრებაა საჭირო.

არაკეთილმოსურნეებმა, შესაძლოა, ჭორები ააგორონ, რის გამოც ჩვენი პროდუქტიულობა სათანადო სიმაღლეზე აღარ იქნება, ამიტომ, სჯობს, ყურადღება არ მივაქციოთ ამ ჭორებს, შევამოწმოთ ყველა ფაქტი, არ ვენდოთ ადამიანებს დაუმსახურებლად.

ასევე, სავარაუდოდ, არანაირ დადებით შედეგს არ მოიტანს სასამართლო პროცესები და გარჩევები, ამიტომ, უმჯობესი იქნება, ის, მინიმუმ, 10 ივლისამდე გადავდოთ.

მთავარია, არ ავიღოთ ვალი და არც სხვას მივცეთ სესხი. ამან, შესაძლოა, თუნდაც ყველაზე ახლობელ ადამიანთან ურთიერთობების გართულება გამოიწვიოს. იყავით გულისხმიერი, მაგრამ არა მატერიალურად, არამედ მხოლოდ მორალურად.

ივლისის ყველაზე რთული და ყველაზე ხელსაყრელი დღეები>>

8 და 9 ივლისს სამუშაოზე მოსალოდნელია გაუთვალისწინებელი სირთულეები: ხელმძღვანელობა შეიძლება უკმაყოფილო დარჩეს თქვენი ნამუშევრით. კოლეგებმა და თანამდებობრივად მაღლა მდგომმა ადამიანებმა თავიანთი ჭეშმარიტი სახე აჩვენონ. არ არის გამორიცხული კურსის შეცვლა, სამუშაოდან გათავისუფლება. მაგრამ პანიკაში ჩავარდნა საჭირო არაა, გახსოვდეთ, რაც ახლა ხდება, ყველაფერი უკეთესობისკენ შემობრუნდება.

„რევოლუცია“ პირად ცხოვრებაში - რა შანსს აძლევს ურანი ზოდიაქოს ნიშნებს>>

რეტრო–მერკური ჩვენი მტერი არ არის. მისი ამ მოძრაობის დასაწყისში ფარდა ეხდება საიდუმლოებებს, ჩქარდება ის პროცესები, რომლებიც ადრე თუ გვიან, აუცილებლად უნდა მომხდარიყო ჩვენს ცხოვრებაში. ის აშიშვლებს ჩვენს მანკიერებებს, სისუსტეებს. გაფრთხილდით ფულთან დაკავშირებულ საკითხებში.

თემები:
ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის (186)

მთავარი თემები