მზის დაბნელება: რა დაიშვება და იკრძალება ხალხური რწმენით

© AP Photo / Ringo H.W. Chiuასტრონომიული მოვლენა
ასტრონომიული მოვლენა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიუხედავად იმისა, რომ ამ მოვლენას უკვე კარგა ხანია მისტიკას არ ვუკავშირებით, მაინც მრავლად შეხვდებით ისეთებს, რომლებიც მასთან დაკავშირებულ ცრურწმენებსა და მინიშნებებს ყურადღებას აქცევენ

მზის დაბნელება ასტრონომიული მოვლენაა, რა დროსაც მთვარე მზეს მთლიანად ან ნაწილობრივ ფარავს.

მიუხედავად იმისა, რომ ამ მოვლენის შესახებ ყველამ ყველაფერი ვიცით და უკვე კარგა ხანია მზის დაბნელებას მისტიკას არ ვუკავშირებით, მაინც მრავლად შეხვდებით ისეთებს, რომლებიც მასთან დაკავშირებულ ცრურწმენებსა და მინიშნებებს ყურადღებას აქცევენ. როგორც ჩანს, მათში გენეტიკური მეხსიერება მძლავრობს, ანუ წინაპართა დაკვირვება–გამოცდილება უკვალოდ არ ქრება.

გამომდინარე იქიდან, რომ დღეს მზის სრული დაბნელებაა მოსალოდნელი, ქვემოთ სწორედ იმ მინიშნებებსა და ცრურწმენებს გაგაცნობთ, რომლებიც ძველებმა მოვლენაზე დაკვირვებებით ჩამოაყალიბეს და დღემდეც მოიტანეს.

ყველა ახალი ამბავი
0