მზის დაბნელება და ახალმთვარეობა 2 ივლისს: რა ელოდება ზოდიაქოს ნიშნებს

© Pixabay / danfadorმზის ჩასვლა
მზის ჩასვლა - Sputnik საქართველო
გამოწერა
კაშკაშა ასტროლოგიური მოვლენები აისახება ჩვენს ცხოვრებაზე, განსაკუთრებით კარიერის, ურთიერთობებისა და ოჯახის სფეროებზე. რა გავლენას მოახდენს მზის დაბნელება ზოდიაქოს ნიშნებზე - გაეცანით ჩვენს ჰოროსკოპს

ივლისი მრავალფეროვანი თვე იქნება არა მხოლოდ პლანეტების უკუსვლის გამო, არამედ მზისა და მთვარის დაბნელებების გამოც. დაბნელებების დერეფანს ხსნის მზის დაბნელება, რომელიც ადამიანებზე ზეგავლენას მოახდენს და მოულოდნელი მოვლენების მიზეზი შეიძლება გახდეს.

ივლისის მზის დაბნელება ბევრისთვის შესანიშნავი შესაძლებლობა გახდება, რომ სრულყოს თავის უნარები, შეცვალოს პრიორიტეტები, გადახედოს ცხოვრებისადმი თავის დამოკიდებულებას და იპოვოს გზა, თუ როგორ მოიზიდოს ცხოვრებაში კეთილდღეობა. მთავარია, გწამდეთ, რომ წარმატება შორს არაა, უარი არ თქვათ პერსპექტიულ საქმეებზე ცრუ შიშებისა და ცრურწმენების გამო.

გზა მარადისობისკენ - Sputnik საქართველო
ასტროლოგები გვირჩევენ: როგორ „გადავაგოროთ“ ეს ზაფხული

ასტროლოგები აცხადებენ, რომ მზის დაბნელების დღეს ცხოვრებაში მკვეთრი ცვლილებებია მოსალოდნელი ზოდიაქოს ნიშნების ბევრი წარმომადგენლისთვის. მზის სრული დაბნელება თბილისის დროით 23:22 საათზე მოხდება. მზე კირჩხიბის ნიშანში მოგვცემს მოულოდნელ ეფექტს, როდესაც ადამიანები შეძლებენ საკუთარი გეგმების განხორციელებას, პირად ცხოვრებაში გარკვევას, საქმეებსა და ფინანსურ საკითხებში წარმატებების მიღწევას. შეძლებენ თუ არა ჩანაფიქრის რეალიზებას, ბევრადაა დამოკიდებული თავად ადამიანებზე, მათ მიზნებსა და მისწრაფებებზე. მიუხედავად ამისა, ასტროლოგების რჩევები ბევრს დაეხმარება სწორი ტაქტიკის შერჩევასა და პირადი კეთილდღეობის გზაზე დაბრკოლებების გადალახვაში.

2 ივლისს არის ასევე მნიშვნელოვანი მოვლენა - ახალმთვარეობა. ახალმთვარეობა - ესაა მომენტი, როდესაც მზე სიმბოლურად ერწყმის მთვარეს. ღამის მანათობელი ჩრდილში გადადის და მისი დანახვა, პრაქტიკულად, შეუძლებელი ხდება. ესაა მისტიკური და იდუმალი დრო, როდესაც ვგრძნობთ ენერგეტიკულ ვარდნას, ემოციურ არამდგრადობას. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ მთვარე ახალმთვარეობის ფაზაში - ეს ყოველთვის ახლის დასაწყისია, რამე ახლის დაბადება.

მდინარე ლუარა, საფრანგეთი - Sputnik საქართველო
როგორ მოქმედებს მთვარის ფაზები ადამიანის ენერგეტიკაზე

მთვარის განახლება მოხდება 2 ივლისს, თბილისის დროით 23:17 წუთზე, ასევე კირჩხიბის თანავარსკვლავედში. ივლისის ახალმთვარეობა მთვარის ვენერასთან შერწყმის თანხლებით მოხდება. ეს კაშკაშა ასტროლოგიური მოვლენები აისახება ჩვენს ცხოვრებაზე, განსაკუთრებით კარიერის, ურთიერთობებისა და ოჯახის სფეროებზე.

ასტროლოგების პროგნოზით, 2 ივლისი თვის ყველაზე მძლავრი ენერგეტიკული დღეა. მზე განასახიერებს ჩვენს ეგოსა და თვითშეფასებას, მთვარე - სულსა და ემოციებს, ხოლო ვენერა - სულიერ კავშირებსა და გრძნობებს. ამ დღეს დაიბადება რაღაც ახალი, მნიშვნელოვანი და ფასეული, რომელიც დაკავშირებული იქნება კარიერასთან, შინაგან სამყაროსთან და ოჯახურ ფასეულობებთან. მნიშვნელოვანია ამ დღის მოვლენების სწორი აღქმა და ბალანსის პოვნა.

ახალმთვარეობა 2019 წელს სასიამოვნო ცვლილებებს მოიტანს, თუ სწორად დაისახავთ მიზნებს და ფხიზლად შეაფასებთ რისკებს. ასტროლოგები გვირჩევენ, არ ვენდოთ ინტუიციას 2 ივლისს: დიდი ალბათობით, მისი კარნახი მცდარი იქნება.

რა გავლენას მოახდენს მზის დაბნელება ზოდიაქოს ნიშნებზე - გაეცანით ჩვენს ჰოროსკოპს:

ყველა ახალი ამბავი
0