კვირის ასტროპროგნოზი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები 1–7 ივლისის პერიოდში

© Sputnik / Alexander Imedashviliდაისი თბილისში
დაისი თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყველას გვაქვს ჩვენ–ჩვენი ბნელი მხარეები. თვის დასაწყისში ეს ნაკლოვანებები გამოაშკარავდება. ვინც შეეცდება, უკეთესი გახდეს, ის გაიმარჯვებს კიდეც

კვირის ჰოროსკოპი დაგეხმარებათ, რომ სწორად განვლოთ ეს შვიდი დღე და გაუმკლავდეთ ყველა პრობლემას.

საქმეებში გაუმართლებს მას, ვისაც არ ეშინია ცვლილებებისა და სიახლეებისა. სასიყვარულო სფეროში კი უფრო იმას გაუმართლებს, ვისაც საკუთარი თავი უყვარს. ისინი ბევრად მომხიბლავი გახდებიან და საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელთა ყურადღებას მიიპყრობენ.

გზა მარადისობისკენ - Sputnik საქართველო
ასტროლოგები გვირჩევენ: როგორ „გადავაგოროთ“ ეს ზაფხული

ივლისში გველოდება დაბნელებების დერეფანი, რომელიც 2 ივლისს დაიწყება მზის დაბნელებით და 17 ივლისს მთვარის დაბნელებით დასრულდება. ამ მოვლენებს მძიმე ენერგეტიკა აქვს, უფრო მეტი მინუსი, ვიდრე პლუსი. მზის დაბნელების დროს სამყარო თითქოს სიბნელეში ჩაიძირება, ხოლო მთვარის დაბნელების დროს ერთმანეთს ეჯახება მამაკაცური და ქალური საწყისები, რაც ათავისუფლებს ენერგიას, ეს ენერგია კი ყველას გვიტევს, ყველას „დაგვერევა“.

გასათვალისწინებელია, რომ დაბნელებებს უარყოფითი ენერგეტიკა აქვს, რომლებიც შესამჩნევი იქნება არა მხოლოდ დაბნელების დღეს, არამედ ერთი თვით ადრე და ერთი თვის შემდეგაც. ასე რომ ამ კვირაში, 2 ივლისს მოემზადეთ მზის დაბნელებისთვის.

ყველა ახალი ამბავი
0