დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 24 ივნისი

© Sputnik / Levan Avlabreliგუდაური
გუდაური - Sputnik საქართველო
გამოწერა
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ღრუბლიანი ცა თბილისის ზღვაზე - Sputnik საქართველო
„ჯადოქრობისა“ და „ტკბობის“ პლანეტა რეგროგრადული გახდა: რა გველოდება მისი უკუსვლის პერიოდში

დილა დამოუკიდებელი მუშაობისთვის კარგი იქნება. რაც არ უნდა გააკეთოთ, მხოლოდ საკუთარი ძალების იმედი უნდა გქონდეთ და არა ვინმეს დახმარებისა. ერთობლივ მოქმედებებზე შეთანხმება გაჭირდება, ამასთან, შესაძლებელია ძველი უთანხმოებების გამწვავება. კამათი და ჩხუბი იმ ადამიანებსაც შეიძლება მოუვიდეთ, ვინც აქამდე მშვენივრად ეწყობოდა ერთმანეთს.

დღის მეორე ნახევარი ბევრად ხელსაყრელია, იქნება მრავალი პოზიტიური ემოცია. ნაყოფიერია ეს პერიოდი შემოქმედებითი ადამიანებისთვის, ასევე მათთვის, ვისაც არ აშინებს არასტანდარტული გადაწყვეტილებები, უყვარს ექსპერიმენტების ჩატარება. გარშემომყოფებთან ურთიერთობები გაიოლდება და შესაძლებელი იქნება, ნაჩხუბარ ახლობლებთან შერიგება.

ყველა ახალი ამბავი
0