„ჯადოქრობისა“ და „ტკბობის“ პლანეტა რეგროგრადული გახდა: რა გველოდება მისი უკუსვლის პერიოდში

© Sputnik / STRINGERღრუბლიანი ცა თბილისის ზღვაზე
ღრუბლიანი ცა თბილისის ზღვაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეს პლანეტა ადამიანების ტკბობასა და სიამოვნებებს მართავს, ამიტომ სწორედ ამ სფეროში მოხდება ცვლილებები – ის აღარ შეაკავებს ადამიანების სურვილებს და აქედან გამომდინარე, შესაძლოა, ისევ მავნე ჩვევების ტყვეობაში აღმოვჩნდეთ

პლანეტის რეტროგრადულობა ხშირად ნეგატიურ ცვლილებებს იწვევს ცხოვრების ყველა სფეროში, მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ ხდება – ამის მტკიცებულებაა ნეპტუნის უკუსვლის დაწყება 21 ივნისს.

მზის ამოსვლა დედამიწაზე ღია კოსმოსში - Sputnik საქართველო
პლანეტების ზემოქმედება ადამიანების ცხოვრებასა და ბედზე – ის, რაც უნდა ვიცოდეთ

ნეპტუნის ენერგეტიკა საკმაოდ პოზიტიურია, თუმცა – არაპროგნოზირებადი. ნეპტუნი – უზარმაზარი და მძიმე, ლურჯი, იდუმალებით მოცული პლანეტაა, ოკეანის სილურჯეს წააგავს, სწორედ ამიტომ ეწოდა მას წყლის ღმერთის სახელი. არის ცივი და უსიცოცხლო, თუმცა, მის ზედაპირზე ქარიშხლები მძინვარებს, რომელთა სიჩქარე საათში 2000 კილომეტრს ჭარბობს.

ნეპტუნს ხშირად „ჯადოქრების“ პლანეტას უწოდებენ, რადგან მას ადამიანების გონებაში მძლავრი ილუზიების შექმნა შეუძლია. ის ცვლის დროისა და სივრცის შეგრძნებებს, მოქმედებს არა სტიქიურად, არამედ ნელა – ის ხომ ძალზე მოშორებით არის დედამიწისგან.

წაიკითხეთ აქ: „რევოლუცია“ პირად ცხოვრებაში - რა შანსს აძლევს ურანი ზოდიაქოს ნიშნებს

ყველაზე ძლიერ პოზიტიურ გავლენას პლანეტა ახდენს მშვილდოსნის, მერწყულისა და თევზების ნიშნებზე. ცუდად მოქმედებს ტყუპის, ლომისა და ქალწულის თანავარსკვლავედის წარმომადგენლებზე. როცა ნეპტუნი შესუსტებულია ან ნეტრალური, მაშინ ეს ნიშნები უკეთესად გრძნობენ თავს.

ყველა ახალი ამბავი
0