როგორ დავგეგმოთ ივნისის მესამე დეკადა მთვარის კალენდრის მიხედვით

CC0 / Pixabay / ნახევარმთვარე
ნახევარმთვარე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სასარგებლო რეკომენდაციები ყოველი დღისთვის, რომლებიც მთვარეზე დაკვირვების შედეგად არის შედგენილი და მანათობლის ფაზებს, მის ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშანში განთავსებასა და სხვა ასპექტებს ეყრდნობა, ცხოვრების ნებისმიერ სფეროში წარმატებების მიღწევაში დაგეხმარებათ.

მთვარის კალენდრის წყალობით შესაძლებელია მოსალოდნელი მოვლენებისთვის შესაბამისი მომზადება, სირთულეებთან გამკლავება და საკუთარი შესაძლებლობების რაციონალური გამოყენება. მთვარე ყოველდღიურად გვაძლევს ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლის შანსს.

ივნისის მესამე დეკადაში მნიშვნელოვანი მოვლენაა ის, რომ პლანეტა ნეპტუნი რეტროგრადულ სვლას 21 ივნისს დაიწყებს.

გზა მარადისობისკენ - Sputnik საქართველო
კვირის ასტროპროგნოზი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები 17–23 ივნისის პერიოდში

რეტროგრადული მოძრაობა, როგორც წესი, უარყოფით მოვლენებთან არის დაკავშირებული, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს ასე არ მოხდება. ნეპტუნის ენერგეტიკა პოზიტიური, თუმცა, არაპროგნოზირებადი. ეს პლანეტა ადამიანებს სიამოვნებებს ანიჭებს, ამიტომ ცვლილებებიც სწორედ ამ სფეროს დაუკავშირდება

ნეპტუნი 21 ივნისს დაიწყებს უკუსვლას და ასე 26 ნოემბრამდე იმოძრავებს. უფრო საშიში იქნება ამ სვლის შუა პერიოდი და არა დასაწყისი.

ნეპტუნის შემთხვევაში, ნეგატიური მოვლენები მავნე ჩვევებსა და ილუზიებს უკავშირდება. ის ჩვენს აკრძალულ სურვილებს მართავს. ამიტომ 21 ივნისი - 26 ნოემბრის პერიოდში ადამიანები შეიძლება მიუბრუნდნენ მავნე ჩვევებს. ზოგმა, შეიძლება, კვლავ იზარმაცოს, ვიღაცა აზარტულ თამაშებს მიუბრუნდეს, ვიღაც - ზედმეტ ჭამას და ა. შ.

როგორ მოქმედებს მთვარის ფაზები ადამიანის ენერგეტიკაზე>>

რეტროგრადული სვლის დასაწყისში ადამიანებმა უნდა დაიცვალ ზომიერების გრძნობა - ესაა ასტროლოგების ძირითადი რჩევა.

ყველა ახალი ამბავი
0