დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 18 ივნისი

© Sputnik / STRINGERღრუბლიანი ცა თბილისის ზღვაზე
ღრუბლიანი ცა თბილისის ზღვაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში. 

გზა მარადისობისკენ - Sputnik საქართველო
კვირის ასტროპროგნოზი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები 17–23 ივნისის პერიოდში

წარმატებული, ნაყოფიერი დღეა, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც შეუძლია საკუთარი თავის ხელში აყვანა და პროვოკაციებს არ წამოეგება. შესაძლებელია იმაზე მეტის გაკეთება, ვიდრე დაგეგმილი გქონდათ, თუ არ შეუშინდებით უჩვეულო მეთოდების გამოყენებას, გეგმების შეცვლას ახალი გარემოებების გათვალისწინებით. გაუმართლებთ ახალბედებს, ასე რომ, შეგიძლიათ შეეჭიდოთ იმ საქმეებს, რომლებშიც ნაკლები გამოცდილება გაქვთ.

დღის მეორე ნახევარი ის დროა, როცა შესაძლებელია, რამე ძალიან მნიშვნელოვანი გაიგოთ, მაგრამ სასარგებლო ინფორმაციის მიღება ადვილი არ იქნება, მოგიწევთ ძალისხმევის გამოჩენა. არ დაიზაროთ და შეამოწმეთ ის, რასაც თვალნათლად და ცხადად ხედავთ - სწორედ აქ არის მოსალოდნელი შეცდომების დაშვება.

ყველა ახალი ამბავი
0