19:35 20 სექტემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2902
  • 100 RUB4.6406
  • USD2.9738
სიყვარული

ვნებათაღელვანი სასიყვარულო ფრონტზე: ივნისის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

CC0 / Pixabay
სასარგებლო რჩევები
მოკლე ბმულის მიღება
ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის (186)
14412 0 0

რას გაუგებ სიყვარულსა და... პლანეტებს. მაგრამ ერთ რამეში ორივე თანხმდება: პლანეტების განლაგება ივნისში მხოლოდ მათთვის იქნება იღბლიანი, ვინც არ იტყუება და არ ღალატობს

სიყვარული ადამიანს ბედნიერს ხდის და განვითარების ბიძგს აძლევს. ამ თვეში ადამიანები მტკიცე ნაბიჯებს გადადგამენ სასიყვარულო სფეროში: ზოგიერთი განამტკიცებს ურთიერთობებს, შესაძლოა, დაქორწინებაც გადაწყვიტოს, ზოგი კი მიხვდება, რომ ურთიერთობებმა თავი უკვე ამოწურა.

მარტოხელებიც შეძლებენ სიყვარულის პოვნას: ახალი ნაცნობობა სწრაფად განვითარდება მათთვის, ვისაც არ აშინებს კაშკაშა ემოციები, გრძნობების აღიარება, ოღონდ ეს გრძნობები გულწრფელი უნდა იყოს – პლანეტების განლაგება ივნისში მხოლოდ მათთვის იქნება იღბლიანი, ვინც არ იტყუება და არ ღალატობს.

ივნისი ცხელი იქნება – გადატანითი მნიშვნელობითაც. პლანეტების ხელსაყრელი ასპექტები ბევრ შესაძლებლობას იძლევა. დროა, გეგმები განახორციელოთ და მხოლო ფანტაზიების ტყვეობაში არ დარჩეთ.

წაიკითხეთ აქ: როგორი ზაფხული ექნება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს>>

ამას ხელს შეუწყობს მარსი კირჩხიბის თანავარსკვლავედში (მგრძნობიარობა და შემოქმედებითი აქტიურობა სათანადო სიმაღლეზე), მზე ტყუპის ნიშანში (საკუთარი თავის თამამად წარდგენა). მოიგებენ წყვილები, რომელთა გრძნობები დრომ გამოსცადა. ვინც ახლა იპოვა სიყვარული, მას მეტი მოთმინება დასჭირდება.

თემები:
ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის (186)

მთავარი თემები