რამდენიმე მიზეზი, რატომ უნდა მისცეთ პატარას მწყრის ხორცი – გამოცდილი პედიატრის რჩევები

© Courtesy of Nino Tsintsalashviliნინო წინწალაშვილის მწყერი
ნინო წინწალაშვილის მწყერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა, ქართულ ბაზარზე მწყრის ხორცზე მოთხოვნა არც ისე დიდია. მწყრის ხორცი შეიცავს უფრო ბევრ ვიტამინებს A, B1, B2 მიკროელემენტებს (რკინა, კალიუმი, კობალტი, სპილენძი), ვიდრე ქათმის, ღორის ან საქონლის ხორცი.

მწყრის ხორცი არის გემრიელი, კალორიული, სასარგებლო... ჰოდა, თუ ყველა ამ თვისებას ფლობს, რატომაც არ უნდა მივცეთ ის პატარას?! მწყრის ხორცზე, მის სასარგებლო თვისებებზე და მომზადების წესზე „ავერსის“ კლინიკის პედიატრიული სამსახურის უფროსი, ბლოგერი თამარ ობგაიძე საუბრობს.

© FB / Pikis Saatiთამარ ობგაიძე
რამდენიმე მიზეზი, რატომ უნდა მისცეთ პატარას მწყრის ხორცი – გამოცდილი პედიატრის რჩევები - Sputnik საქართველო
თამარ ობგაიძე

- რით არის გამორჩეული მწყრის ხორცი?

- საკმაოდ კალორიული პროდუქტია – მისი ყოველი 100 გრამი 134 კკალ ენერგიას შეიცავს.

დიეტურია და ალერგიული ადამიანებისათვისაც ადვილი ასატანია. მწყრის ხორცი, ისევე, როგორც მისი კვერცხი, ოვომუკოიდს შეიცავს, რომელსაც ალერგიის საწინააღმდეგო თვისებები აქვს. მწყრის ხორცში ცილა 21-22%-ია, ხოლო ცხიმი – 2,5-4%.

ყველაზე მნიშვნელოვანი ცილის შემადგენლობაა. ის შეიცავს ყველა შეუცვლელ ამინომჟავას, რომელთა სინთეზი ადამიანის ორგანიზმს არ შეუძლია და ამავდროულად ამინომჟავები ისეთი შემადგენლობითაა წარმოდგენილი, რაც ბავშვის ორგანიზმის მიერ მათ ათვისებას უწყობს ხელს.

CC0 / Pixabay / მწყრის კვერცხები
რამდენიმე მიზეზი, რატომ უნდა მისცეთ პატარას მწყრის ხორცი – გამოცდილი პედიატრის რჩევები - Sputnik საქართველო
მწყრის კვერცხები

- რომელ ვიტამინებს შეიცავს მწყრის ხორცი?

- მწყრის ხორცი B ჯგუფის ვიტამინების ნამდვილი საბადოა – ის დიდი რაოდენობით შეიცავს B6, B1, B6 B3, B12 ვიტამინებს. ამ პატარა ფრინველის ხორცში ბევრი A ვიტამინია, რომელიც ბავშვის ზრდა–განვითარებისათვისაა აუცილებელი. ხორცი გამორჩეულია D ვიტამინის მაღალი შემცველობითაც. ის გაცილებით მეტია, ვიდრე იმავე რაოდენობის ქათმის ან ინდაურის ხორცში.

ლიზოციმი, რომელსაც მწყრის ხორცი შეიცავს, იმუნურ რეაქციებში მონაწილეობს. ასევე რკინის მაღალი შემცველობა ანემიის პროფილაქტიკისთვისაა მნიშვნელოვანი.

მწყრის ხორცი სხვა აუცილებელ და სასარგებლო ნუტრიენტებსაც შეიცავს. მაგალითად, სპილენძს, კობალტს, მანგანუმს, თუთიას. ეს ნივთიერებები აუცილებლია ორგანიზმში მიმდინარე 300-ზე მეტი ქიმიური რეაქციისათვის, რადგან ისინი ამ რეაქციებისათვის საჭირო ფერმენტული სისტემების ნაწილია.

ბავშვის ძვლოვანი სისტემის სრულფასოვანი ჩამოყალიბებისათვის აუცილებელი კალციუმი და ფოსფორი ასევე დიდი რაოდენობითაა წარმოდგენილი მწყრის ხორცში. და მთავარი - ყველა ეს ნუტრიენტი ისეთი თანაფარდობითაა წარმოდგენილი, რომ ორგანიზმის მიერ ერთმანეთის ათვისებას ხელს უწყობენ.

მწყრის კვერცხები - Sputnik საქართველო
მწყრის კვერცხი – სასარგებლო პროდუქტი პატარებისთვის და შეუცვლელი სახის კანის სილამაზისთვის

- მწყრის ხორცს რა უკუჩვენება აქვს?

- მწყრის ხორცს არ აქვს უკუჩვენებები, თუ პატარას მისი ინდივიდუალური აუტანლობა არ აქვს.

- როგორ ავარჩიოთ და მოვამზადოთ მწყრის ხორცი?

- ნუ დაგაბნევთ ხორცის მუქი ფერი - მწყერი სხვა ფრინველისაგან განსხვავდება. თუ ხორცზე ხელის დაჭერისას ჩანაჭდევი მალე გასწორდა, ეს ნიშნავს, რომ ხორცი ახალია. ხორცის მოხარშვისას პირველი ნახარში აუცილებლად გადაღვარეთ, რადგან მწყრის ხორცი დიდი რაოდენობით პურინებს შეიცავს, რაც პატარისთვის სასარგებლო სულაც არ არის.

მისი მიცემა რვა თვიდან შეიძლება ბოსტნეულთან ან ბრინჯთან ერთად. გაითვალისწინეთ, რომ მწყრის ხორცი სწრაფად, დაახლოებით 30 წუთში იხარშება.

ნინო წინწალაშვილი - Sputnik საქართველო
ბაკურციხელი ფერმერი: ხალხმა რომ იცოდეს რა სარგებლობა მოაქვს მწყერს...

არ მისცეთ პატარას მწყრის ხორცი, თუ მისი წარმომავლობა არ იცით - მწყერი შეიძლება პარაზიტებით ან მიკრობებით, მაგალითად, სალომონელათი იყოს ინფიცირებული, რაც ბავშვის დაავადებას გამოიწვევს. სწორედ ამიტომ ნანადირევს ფერმაში გაზრდილი, სერტიფიცირებული ფრინველი სჯობს შესთავაზოთ პატარას.

გასწავლით გემრიელ და სასარგებლო ბოსტნეულის პიურეს ხორცით, რომელიც რვა თვიდან უნდა მისცეთ პატარას.

გასუფთავებული სტაფილო და კარტოფილი მოათავსეთ ქვაბში, დაასხით მდუღარე წყალი და დადგით ცეცხლზე. ბოსტნეული რომ დარბილდება, ჩაუმატეთ დაჭრილი ყაბაყი. მოხარშვის შემდეგ ბოსტნეულს დაუმატეთ ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული ან წვრილად დაკეპილი 50 გრამი მწყრის ხორცი და დააბლენდერეთ, დაუმატეთ დედის რძე ან ხელოვნური ნარევი და ერთი ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი.

დარწმუნებული ვარ, თქვენი პატარა დაგიფასებთ შრომას. ჯანმრთელობას გისურვებთ!

 

ყველა ახალი ამბავი
0