05:57 22 აგვისტო 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2583
  • 100 RUB4.4507
  • USD2.9354
ქალი და მამაკაცი კაფეში

რჩევები ქალებს მამაკაცისგან: როგორ ვმართოთ ძლიერი სქესი

CC0 / Pixabay
სასარგებლო რჩევები
მოკლე ბმულის მიღება
შოთა ნოზაძე
სასარგებლო რჩევები (116)
63980

რუბრიკა „მარტივია, როცა იცი, როგორ“ დღევანდელ პუბლიკაციაში გთავაზობთ პრაქტიკულ ფორმულას და უკვე გამოცდილ რჩევებს, თუ როგორ შეძლებს ქალი, რომ მართოს მამაკაცი.

ამბობენ, მამაკაცები ქვეყანას მართავენ, ქალები კი მამაკაცებსო. იმასაც ამბობენ, ქალმა არ მოინდომოს, თორეეემ-ო... ახლა საყვარელი მამაკაცის გაგიჟება მოინდომეთ? ნება თქვენია. დავიწყოთ იქიდან, როგორი უნდა იყოს ქალი, რომ მაინცდამაინც ის ერთი აირჩიოს მამაკაცმა.

ჩაიცვით შთაბეჭდილების მოსახდენად

თქვენ უნდა ჩაიცვათ რაიმე ისეთი, რაშიც თავს კომფორტულად, ლამაზად და სექსუალურად იგრძნობთ. ჩაიცვით ის, რაც ისაუბრებს თქვენ პიროვნებაზე და ზღაპრულს გაგხდით. გამოაჩინეთ თქვენი მხრები და კისერი. ბევრი მამაკაცი ქალის მხრებსა და კისერს მიიჩნევს სხეულის ყველაზე მომხიბვლელ და მიმზიდველ ნაწილებად. თქვენი ნახვა ზეიმი უნდა იყოს. მამაკაცებით მანიპულირების საუკეთესო გზა ქალის სილამაზეა. და არ დაგავიწყდეთ, რომ ლამაზ ქალს უფრო მეტს პატიობენ.

სწორად შეარჩიეთ სიტყვები

ყველა მამაკაცის კრედოა – სამუდამოდ თავისუფალი იყოს ქალური პრეტენზიებისგან, ჩუმი ისტერიკებისა და მითითებებისგან, თუ როგორ უნდა იცხოვროს. მამაკაცს სიამოვნებს ქალის მზრუნველობა და ყურადღება, სანამ ეს არ გადავა დედობრივ მზრუნველობაში.

საოცნებო ქალი ყურადღებიანი უნდა იყოს, მაგრამ ზომიერად. მას უნდა ჰქონდეს პატარ-პატარა ყურადღების გამომხატველი ნიშნები, რომლებიც მამაკაცს აგრძნობინებს, რამდენად მნიშვნელოვანია. უნდა ახსოვდეს რა უყვარს მის მამაკაცს, რა სჭირდება და რა აწუხებს. თუ თქვენ ცდილობთ მამაკაცის შეცვლას, კარნახობთ საკუთარი ცხოვრების წესებს, უცვლით ჩაცმის სტილს, ვარცხნილობას, მანერას და აკრიტიკებთ მისი ინტერესების სფეროს, თუნდაც ეს მამაკაცისთვის სასიკეთოდ ხდებოდეს, თქვენი საქმე ცუდად არის. კაცის შინაგანი „მე“ მაშინვე განგაშს ტეხს და შემდეგ რაც მოხდება, თქვენ თავს დააბრალეთ. მაშინ არც თქვენ ყოფილხართ იმ მამაკაცისთვის ქალბატონი, რომელიც ვალერიანზე სწრაფად დაამშვიდებს.

ჭკვიანი ქალი მამაკაცის ნებისმიერ გადაწყვეტილებას ასეთი კითხვით შეხვდება: „კარგად იფიქრე ამაზე? დარწმუნებული ხარ? მაშინ იმოქმედე!“ მამაკაცი არასდროს წავა იმ ქალისგან, რომელიც მხარში უდგას.

არ გეკადრებათ: „მოიფიქრე რომ მომეხმარო?“

გეკადრებათ: „საყვარელო, დროულად დასრულებას ვერ ვასწრებ, შენი დახმარება მჭირდება და შეგიძლია?“

ემოციური კავშირი

თქვენი ამოცანა – გაგებაა, როდესაც მამაკაცი თავის პრობლემაზე გესაუბრებათ. მოუსმინეთ მას და აუცილებლად მიეცით რჩევა, ოღონდ ყველაფერს წყალში ნუ ჩაყრით და რამეს ნუ დააძალებთ, მიეცით არჩევანის უფლება.

რა თქმა უნდა, თუ მამაკაცთან მხოლოდ სულიერი მეგობრობა არ გინდათ, მასში ვნება გამოიწვიეთ და გახადეთ ყოველი დღე დასამახსოვრებელი. შუქნიშანზე გაჩერებისას მოფერება და ქვედა ტუჩზე რბილი კბენა თქვენს რეპუტაციას კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენებს. ეს თქვენს ემოციურ კავშირს გაამყარებს.

მიუხედავად ამისა, მოლოდინები ნუ გექნებათ. როცა მამაკაცის გაგებას ცდილობთ, არ აგერიოთ საკუთარი და მისი სურვილები ერთმანეთში. ზოგჯერ გვგონია, რომ ურთიერთობას ორივე ერთი მხრიდან ვუყურებთ და აქ ვუშვებთ შეცდომას, რადგან არასწორ დიაგნოზს სწორად ვერ უმკურნალებთ.

ხშირად უთხარით მას კომპლიმენტები

მერწმუნეთ, ეს მხოლოდ ქალებს არ სიამოვნებთ. თუ შეაქებთ და მის პლუსებს ხაზს გაუსვამთ, ის სხვა დროსაც ეცდება ასეთი იყოს. ხშირად უთხარით კომპლიმენტი თქვენს საყვარელ ადამიანს, გაულამაზეთ დღე და აგრძნობინეთ თავი ბედნიერად.

არ გეკადრებათ: „ისევ ეს ზედა გაცვია?!“

გეკადრებათ: „ძვირფასო, იცი, მომწონს შენი მაისურის ფერი, იმიტომ რომ შენ მომწონხარ და ძალიან გიხდება“.

და ჩემი ფავორიტი – იყავით ცოტა მიუწვდომელი

თუ მამაკაცი დარწმუნებულია, რომ მის იქით გზა არ გაქვთ, მაშინ თქვენი სურვილები მისთვის არც ისე მნიშვნელოვანი იქნება. აგრძნობინეთ, რომ დამოუკიდებელი ქალი ხართ და თქვენ შესანარჩუნებლად გარკვეულ დათმობებზეც მოუწევს წასვლა. მაგრამ ეს ყველაფერი ისე, რომ მისი თავმოყვარეობა არ შეილახოს. ხაზი გაუსვით მის დამოუკიდებლობასაც, თორემ თუ მიგიხვდათ, რომ ამდენს ფიქრობთ, თქვენი საქმე დამთავრებულია. თან არ დაგავიწყდეთ: ქალები თუ ბავშვებივით არიან და „არას“ თქმა უყვართ, მამაკაცებიც ბავშვებივით არიან – მათ სერიოზულად სჯერათ ეს „არა“. გახსოვდეთ, რომ ყველა მამაკაცს უდგება მომენტი, როდესაც საყვარელ ქალზე სერიოზულად ფიქრობს, თქვენ კი მისი საფიქრალი ყოველთვის უნდა იყოთ.

სინამდვილეში იცით რა არის მთავარი?

ემოციების გარეშე არ ისწავლოთ ცხოვრება და იყოთ ბუნებრივი – ეს ხომ დღეს ასეთი იშვიათობაა. სწორედ ეს იქნება ორიგინალური ურთიერთობა, რომელიც მხოლოდ მისი და თქვენი იქნება. ქალები მამაკაცების დიდებული აღმზრდელები არიან. თუ ამ საკითხს სწორად მიუდგებით და ემოციების გამოხატვა არ გაგიჭირდებათ, მისთვის შეუცვლელი გახდებით. მამაკაცს კი ყოველთვის ეხსომება სამი ქალი: პირველი, ბოლო და ერთადერთი. ეცადეთ და იყავით ჩვენთვის ერთადერთები, ჩვენ კი არ დაგზარდებით და სხვა რჩევებსაც ისევ მოგცემთ უფასოდ.

 

თემები:
სასარგებლო რჩევები (116)

მთავარი თემები