როგორ დავგეგმოთ მაისის მესამე დეკადა მთვარის კალენდრის მიხედვით

CC0 / Pixabay / მთვარე
მთვარე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაითვალისწინეთ ასტროლოგების რჩევები და იმოქმედეთ მთვარის კალენდრის მიხედვით; თუ მთვარის პოზიცია რაიმე საქმის წარმატებით დასრულებაში ხელს არ შეგიწყობთ, გადადეთ ეს საქმე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს მიხედეთ.

მთვარის კალენდარი კარგი დამხმარეა ცხოვრების ეფექტური დაგეგმვისთვის. ექსპერტების რჩევები დაგვეხმარება, გავარკვიოთ, რომელი დღეებია ამა თუ იმ საქმისთვის მეტად ხელსაყრელი.

მთვარეს უზარმაზარი ზემოქმედების უნარი გააჩნია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება. მთვარის თითოეული ფაზა თავისებურად კარგია და თავისებურად - საშიში, ამიტომ ამ ფაზების შესახებ ყველაფერი უნდა ვიცოდეთ.

წაიკითხეთ აქ: პლანეტების ზემოქმედება ადამიანების ცხოვრებასა და ბედზე – ის, რაც უნდა ვიცოდეთ

მთვარის ოთხი ძირითადი ფაზა არსებობს - ახალმთვარეობა, სავსემთვარეობა, ზრდის ფაზა და კლების ფაზა. თითოეულ ფაზას თავისი ენერგეტიკა აქვს. ოთხივე ფაზა ძალზე მნიშვნელოვანია. თითოეული დროს ამოცანები ენერგეტიკული ნაკადების შესაბამისად უნდა გავანაწილოთ. ამაში დაგეხმარებათ იმის ცოდნა, თუ რა საქმის გაკეთება სჯობს მთვარის სხვადასხვა ფაზის დროს და როგორ მოქმედებს ის ადამიანებზე.

ყველა ახალი ამბავი
0