კვირის ასტროპროგნოზი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები 20–26 მაისის პერიოდში

© Pixabay / FrankWinklerსანაპირო
სანაპირო  - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჰოროსკოპი შესანიშნავი დამხმარეა ბედნიერებისა და წარმატების ძიებაში. ამ კვირაში იღბლის დაჭერის შანსი ყველა აქვს – ზოგს მეტად, ზოგს კი ნაკლებად. მთავარია, არ დავკარგოთ საკუთარი თავის რწმენა და მივყვეთ ასტროლოგების რჩევებს.

ასტროლოგების რჩევების მიხედვით, ამ კვირაში ძალზე მნიშვნელოვანია, რომ არ ვუღალატოთ საკუთარ ცხოვრებისეულ პრინციპებს. ის ბევრ წარმატებასა და კარგ განწყობას გვპირდება, თუ მთელ გულისყურსა და მოქმედებებს ყველაზე მნიშველოვანს მივაპყრობთ და მეორეხარისხოვანს არ გამოვედევნებით.

ამ კვირაში გავლენა ექნება იმას, რომ სიყვარულის პლანეტა ვენერა 15 მაისს კუროს ნიშანში გადავიდა იქ 9 ივნისამდე დაჰყოფს.

მდინარე ლუარა, საფრანგეთი - Sputnik საქართველო
როგორ მოქმედებს მთვარის ფაზები ადამიანის ენერგეტიკაზე

ამ ტრანზიტის განმავლობაში ვენერას სხვა პლანეტებთან კონფლიქტური ასპექტები არ ექნება, გარდა პერიოდული კონტაქტებისა მთვარესთან. ესაა რომანტიზმისა და შემოქმედების პერიოდი. ის ხელს უწყობს სასიყვარულო ისტორიების დაწყებას.

ამ პერიოდში ემოციები პიკზე იქნება, არა ბობოქარი ვნებების თვალსაზრისით (თუმცა, ინდივიდუალურად არც ესაა გამორიცხული), არამედ გრძნობების, ემოციების მნიშვნელოვანი როლის თვალსაზრისით. ეს დრო იძლევა ენერგიას იმისთვის, რომ არსებული ურთიერთობები გამტკიცდეს ან ახალი დაიწყოს.

ვენერას კუროს ნიშანში ტრანზიტის დროს იზრდება მესაკუთრეობის გრძნობა, ურთიერთობების საიმედოობის მოთხოვნილება, მწვავდება ამ საიმედოობის არარსებობა ან უკმარისობა. ამ ნიადაგზე შესაძლებელია უთანხმოებები, ჩხუბი. ვენერას კუროს ნიშანში ყოფნის დროს ეს უთანხმოებები, შესაძლოა, დიდხანს გაგრძელდეს. გასათვალისწინებელია, რომ კუროს არ უყვარს ცვლილებები, ხოლო ვენერა გონივრულ კომპრომისებს მოითხოვს.

წაიკითხეთ აქ: ზოდიაქოს ნიშნები – ენერგეტიკული ვამპირები და დონორები>>

რაც შეეხება ახალ ურთიერთობებს, აქაც გონივრულობის გამოჩენაა საჭირო მიუხედავად იმისა, რომ ემოციური მხარე გაზრდილია. კუროსეულ ვენერას არ უყვარს ორომტრიალი და ნაჩქარევი ურთიერთობები. მისასალმებელია ხანგრძლივი ურთიერთობების დაწყება.

ასტროლოგებს პერსონალური რეკომენდაციებიც აქვთ ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის.

ყველა ახალი ამბავი
0