19 მაისს სავსემთვარეობაა: როგორ ვიმოქმედოთ

© Pixabay / Larisa-Kმოციმციმე ხე მთვარის ფონზე
მოციმციმე ხე მთვარის ფონზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთვარის კალენდარი 19 მაისს ზოდიაქოს ყველა ნიშანს ჰპირდება არცთუ მარტივ, ცვლილებებით სავსე დღეს. თითოეულ სავსემთვარეობას ჩვენს ცხოვრებაში რაღაც ცვლილება მოაქვს და არც ამაღამდელი სავსემთვარეობაა გამონაკლისი.

სავსემთვარეობა ამაღამ, თბილისის დროით 01:11 საათზე დადგება მორიელის თანავარსკვლავედში. ეს ნიშნავს, რომ უნდა ვერიდოთ ნეგატიურ ემოციებს, პოტენციურად საშიშ ადგილებს, რისკს, პროვოკაციებს. ემოციური ფონი უკიდურესად არასტაბილური იქნება, ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია, არავის ვეჩხუბოთ და თავი გავაკონტროლოთ.

მთვარე - Sputnik საქართველო
როგორ დავგეგმოთ მაისის მეორე დეკადა მთვარის კალენდრის მიხედვით

სავსემთვარეობა შეეხება ფინანსების თემას, ასევე სიყვარულსა და ურთიერთობებს. ბევრ ადამიანს გაუჩნდება სურვილი, გამოხატოს თავი და შეიგრძნოს თავისუფლება.

ამ სავსემთვარეობის უმნიშვნელოვანესი წესია: არ აჰყვეთ ცდუნებებს, ზედმეტი არ ჭამოთ, არ მიიღოთ ალკოჰოლი და არ მოიქცეთ აღვირახსნილად, ძალიან არ მიჰყვეთ გართობას, უნდა მოიქცეთ მოკრძალებულად. უნდა გამოიჩინოთ სიბრძნე და ნებისყოფა. არ ღირს ვალის არც აღება და არც გაცემა. ყველანაირად უნდა აარიდოთ თავი კონფლიქტებს.

სავსემთვარეობისას გასათვალისწინებელია:

  • ვიყოთ ყურადღებით, ფრთხილად, მშშვიდად, მოვიქცეთ თავშეკავებულად.
  • არის ჩხუბის, კამათის, ტრავმების მიღების რისკი.
  • მეტი სიფრთხილეა საჭირო გზებზე, რადგან ადამიანები უფრო უზრუნველი და უყურადღებო ხდებიან.
  • შეიძლება ახალი ინოვაციური იდეების წარმოდგენა, რეკლამით დაკავება.
  • პირად ურთიერთობებში მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორს მივცეთ მეტი თავისუფლება. ასევე, შესაძლებელია იმ ურთიერთობების დამთავრება, რომლებმაც თავი უკვე ამოწურა.
  • სავსემთვარეობისას არ ღირს ჩხუბი, რადგან აზრები ქაოსური იქნება და ეს ჩხუბი, შესაძლოა, სერიოზული კონფლიქტით დასრულდეს.
  • დიდი მნიშვნელობა აქვს ამ დროს სიზმარს, შეიძლება შეიცავდეს მნიშვნელოვან ინფორმაციას, შესაძლოა, გაჩნდეს ახალი იდეები.
  • არასასურველია სავსემთვარეობის დროს მცენარეების დარგვა.

წაიკითხეთ აქ: როგორ მოქმედებს მთვარის ფაზები ადამიანის ენერგეტიკაზე

სავსემთვარეობა, როგორც აღვნიშნეთ, მორიელის ნიშანში მოხდება, მაგრამ მთვარე მალე, 05:21 საათზე მშვილდოსნის ნიშანში გადავა იქ 21 მაისის დილამდე დარჩება. მთვარე მშვილდოსანში – ესაა დრო, როცა ადამიანები ხდებიან ბევრად ოპტიმისტური, მეგობრული, აქტიური. იზრდება ახლისადმი სწრაფვა: ახალი შთაბეჭდილებების, მრავალფეროვნებისადმი.

ყველა ახალი ამბავი
0