მაისი პრაქტიკული ნაბიჯებისა და კონკრეტული ქმედებების დროა. იდეები, რომლებიც აპრილში გაჩნდა, ახლა უნდა იყოს რეალიზებული.
15 მაისს ვენერა კუროს ნიშანში გადავა და იქ 9 ივნისამდე დაჰყოფს. ამ პერიოდში გაძლიერდება კომფორტისა და სიამოვნებების მიღების მოთხოვნილება, გამძაფრდება შეხების, სურნელის, ბგერების აღქმა. ამ პერიოდში ქალებში გაიზრდება ლამაზი, ძვირფასი ნივთების ყიდვის მისწრაფება. მატერიალური სფერო მაისის მეორე ნახევარში ძალზე აქტუალური იქნება. ასე რომ, ვისაც საშუალება გექნებათ, არ იძუნწოთ და გაანებივრეთ თქვენი საყვარელი ადამიანი, ეს თქვენს ურთიერთობებს განამტკიცებს.
ზოდიაქოს ნიშნების უმრავლესობისთვის უფრო წარმატებული და იღბლიანი მაისის მეორე ნახევარი იქნება. გაეცანით ჩვენს ჰოროსკოპს და გაიგეთ, რა გელოდებათ სასიყვარულო ფრონტზე გაზაფხულის ბოლო თვეში, როგორ უნდა იმოქმედოთ, თუ პირად ცხოვრებაში პრობლემები შეგექმნათ - ამაში ასტროლოგების რჩევები დაგეხმარებათ.