ბოლოკი (Raphanus sativus, var. major) — კომბოსტოსებრთა ოჯახის ორწლოვანი ბოსტნეული ძირხვენა მცენარეა. კანი თეთრი, შავი, რუხი, ყვითელი, იისფერი ან ღია წითელი აქვს. საჭმელად იყენებენ ნედლად. საქართველოში გავრცელებული ჯიშებია: „ზამთრის თეთრი“, „ზამთრის შავი“, „ჩინური ადგილობრივი“. ბოლოკს მრავალი კულტურული სახესხვაობა აქვს, ერთ-ერთი მათგანია თვის ბოლოკი.
ბოლოკი, სამწუხაროდ, არცთუ ბევრი ადამიანის კვების რაციონში შედის. ის ძალზე სასარგებლო პროდუქტია, რომელსაც უკვე მრავალი საუკუნეა, იყენებენ, როგორც სამკურნალო საშუალებას.
ბოლოკი პოპულარული საკვები ბოსტნეული იყო უძველესი დროიდან, ძველი ეგვიპტიდან მოყოლებული. ამჟამად ის საქართველოში, ძირითადად, სადღესასწაულო სუფრებზე გვხვდება, ასევე – გასახდომი დიეტების მენიუში.
ბოლოკს შესანიშნავი კვებითი ღირებულებები გააჩნია; მის შემადგენლობაშია უამრავი ვიტამინი და მინერალური ნივთიერება:
- ვიტამინი A – ამაგრებს ძვლის ქსოვილს; დადებითად მოქმედებს მხედველობაზე.
- B–ჯგუფის ვიტამინები – აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, ამტკიცებს ნერვულ სისტემას.
- ვიტამინი C – ზრდის იმუნიტეტს; აშორებს თავისუფალ რადიკალებს.
- ვიტამინი PP – დედაბითად მოქმედებს ქსოვილის ზრდაზე. აჩქარებს ცხიმების დაშლას.
- საკვები ბოჭკოები – დადებითად მოქმედებს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე; ამაგრებს ნაწლავის კედლებს; ორგანიზმიდან გამოაქვს მავნე ნივთიერებები.
- ლიცოზიმი – ანტისეპტიკური ფერმენტი, ორგანიზმიდან გამოდევნის ტკივილის გამომწვევ მიკროორგანიზმებს.
- პამთოტენის მჟავა – ანტისეპტიკტიკური მოქმედების, ამაღლებს იმუნიტეტს; აღადგენს დაზიანებულ ნერვულ უჯრედებს; ხელს უწყობს სისხლის უჯრედების წარმოქმნას.
- ფიტონციდები – თრგუნავს და აბრკოლებს ბაქტერიებისა და სოკოების ზრდასა და განვითარებას; ებრძვის თავისუფალ რადიკალებს.
- გლუკოზინოლატები – აბრკოლებს ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების განვითარებას.
- ამინომჟავები – აჩქარებს ცხიმების დაშლას; ამაგრებს ნერვულ სისტემას; რეაქციაში შედის ვიტამინებთან და აძლიერებს დადებით ეფექტს.
- მთრიმლავი ნივთიერებები – ახასიათებს ანთების საწინაამდეგო მოქმედება; არის მრავალი დაავადების პროფილაქტიკური საშუალება.
- სიცოცხლისთვის აუცილებელი ელემენტები – კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, ფოსფორი, იოდი, რკინა.
- ეთერზეთები – ორგანიზმი მოჰყავს ტონუსში; აძლიერებს იმუნიტეტს.
ბოლოკი პოპულარულია სხვადასხვა დიეტის დროს – პირველ რიგში ის დაბალკალორიულია. 100 გრამ ბოლოკში არის 34–36 კკალორია, ასევე 1,9 გრამი ცილები, 7 გრამი ნახშირწყლები, 86–88 მილიგრამი წყალი და 0 გრამი ცხიმი. გლიკემიური ინდექსი სულ 15-ია, ამიტომ ის იდეალურია წონის დაკლების მსურველებისთვის.
ბოლოკს წარმატებით იყენებენ ღვიძლისა და კუჭის სხვადასხვა დაავადებების დროს, განსაკუთრებით სიყვითლის – ბოტკინის დროს; უფრო კარგია ამ შემთხვევაში შავი ბოლოკი და ბოლოკის ფოთლები.
ბოლოკი უებარი საშუალებაა ხველების, ბრონქული ასთმის, რესპირატორული დაავადებების, ბრონქიტის სამკურნალოდ. ამისთვის აიღეთ მოზრდილი ბოლოკი (სჯობს, რამდენიმე მოამზადოთ ერთდროულად), ამოჭერით გული და ჩაასხით შიგ თაფლი (შეიძლება შაქრის ჩაყრაც); გააჩერეთ სულ ცოტა 4 საათი. შემდეგ ბოლოკში ჩასხმული თაფლი მიიღეთ დღეში რამდენჯერმე, ჭამამდე დაახლოებით 40 წუთით ადრე 1 სუფრის კოვზის (ბავშვებისთვის – 1 ჩაის კოვზი) ოდენობით.
ბოლოკი გამოიყენება კანის დაავადებების დროს, ასევე ლამაზი კანის შენარჩუნებისთვის – გახეხილი ბოლოკისგან შეიძლება ნიღბის გაკეთება, ის ანოტივებს კანს, აქრობს გამონაყარს; ბოლოკის წვენი კარგია ასევე მწერების, მათ შორის ფუტკრისა და კრაზანის ნაკბენზე – ამცირებს ტკივილს და აცხრობს შეშუპებას. შავი ბოლოკი კარგი სიცხის დამწევი საშუალებაა, ის მარილთან ერთად ასევე ებრძვის მაღალი სიცხის გამოწვევ ინფექციებს.
ბოლოკი სასარგებლოა ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, აუმჯობესებს სუნთქვას, მოქმედებს, როგორც სუსტი გამხსნელი საშუალება, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, შველის თავის ტკივილს, პირღებინებას, ყელის ტკივილს და სხვა.
ბოლოკი ეფექტურია ჭრილობების მოსაშუშებლად – ამისთვის იყენებენ ახლად გამოწურულ ბოლოკის წვენში დასველებულ მარლას. ბოლოკი კარგი საშუალებაა ნაბახუსევზე – აყუჩებს თავის ტკივილს და აქრობს სიმძიმის შეგრძნებას.
ბოლოკი კარგია მეძუძური დედებისთვის, ხელს უწყობს ლაქტაციის გაზრდას – 50 გრამ ახლად გამოწურულ ბოლოკის წვენს აზავებენ 150 გრამ წყალში და ამატებენ 1 ჩაის კოვზ თაფლს. უნდა მიიღოთ ბავშვის კვებამდე 10 წუთით ადრე.
ბოლოკის გამოყენება არ შეიძლება კუჭ–ნაწლავის სისტემის დაავადებების, ასევე თირკმელების და ღვიძლის დაავადებების გართულებების დროს. ორსულობის დროს ბოლოკი, ერთი მხრივ, ძალიან სასარგებლოა დედისთვის, რომ შეინარჩუნოს სასურველი წონა, განსაკუთრებით ბოლო ტრიმესტრში, რადგან აქრობს შეშუპებებს, მაგრამ, მეორე მხრივ, შეიძლება საშვილოსნოს ტონუსი აამაღლოს, ეს კი ნაყოფისთვის ძალზე საშიშია.
ბოლოკის მიღება არ შეიძლება ენტეროკოლიტის, პოდაგრის დროს, გადატანილი მიოკარდის ინფარქტის შემდეგ, ასევე ინდივიდუალური აუტანლობის დროს.