ვის გაუმართლებს ფინანსურად სექტემბერში

© photo: Sputnik / Stringerლარისა და დოლარის კუპიურები
ლარისა და დოლარის კუპიურები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეს შემოდგომა ზოდიაქოს ყველა ნიშანს წარმატებას ჰპირდება, ამიტომ თუ სექტემბრის "რჩეული" არ ხართ, გული არ გაიტეხოთ, მომავალი და შემოდგომის კიდევ ორი თვე წინაა!

სექტემბერში ფინანსურად გაუმართლებთ შემდეგ ნიშნებს:

ვერძი

ვერძებს მატერიალური კუთხით ცვლილებები ელოდებათ. სექტემბერი მათში ფარულ ნიჭს გახსნის და პოტენციალის რეალიზებაში დაეხმარება. ვერძების წარმატებებს თანხის საკითხებში ურანი გაუწევს მფარველობას. ასტროლოგები მათ ურჩევენ, გამოავლინონ ფანტაზიები და პრობლემის გადაჭრას მოტივაციის კუთხით მიუდგნენ.

სათანადო მოტივაციის გარეშე საზრუნავთან გამკლავება გაჭირდება; ფიზიკური და ემოციური გადატვირთვა კი ჯანმრთელობასა და გუნება-განწყობაზე იმოქმედებს. ამიტომ მოერიდეთ დაძაბულ დღეებს, ეს თქვენთვის 5, 14, 20, 25 და 28 სექტემბერია.

© FB/ Zodiac Signsვერძი
ვერძი - Sputnik საქართველო
ვერძი

კურო

კუროებისთვის ამ თვეში აქტიური პლანეტებია ნეპტუნი და მერკური. 9-დან 28 სექტემბერი მათთვის ყველაზე წარმატებული და პროდუქტიული დროა საქმიანი აქტიურობისთვის. ძირითადი მოტივი ცხოვრების კომფორტაბელურობის გაზრდისკენ სწრაფვა გახდება. დამატებითი შემოსავლის ძებნა გამართლებული იქნება, ხოლო ყოფითი და მატერიალური საკითხების გადაწყვეტა გართულებების გარეშე ჩაივლის.

კუროებს სექტემბერში ფინანსურ სფეროში დიდი გარღვევების შანსი აქვთ. ასტროლოგები მათ ურჩევენ, არ დაიხარჯონ წვრილმანებსა და მხიარულებაზე, მეტი ყურადღება დაუთმონ მნიშვნელოვან საქმეებსა და რეალურ გამარჯვებებს. მომგებიანი დღეებია 12, 13, 15, 16, 17 და 18 სექტემბერი.

© FB/ Zodiac Signsკურო
კურო - Sputnik საქართველო
კურო

ტყუპი

სამყარო სექტემბერში ტყუპებს ღირსეულ მხარდაჭერას ჰპირდება. პლანეტებისა და თანავარსკვლავედების პოზიტიური გავლენა ფინანსურ მხარეზე გავრცელდება. ამოქმედდება ტყუპის ენერგეტიკული მფარველი მერკური და თანაშემწე სატურნი. მნიშვნელოვნად გაიზრდება აზროვნებითი უნარები. ვარსკვლავები ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს აქცენტის კოლექტიურ მუშაობაზე გაკეთებას ურჩევენ. მოკავშირეების, თანამოაზრეებისა და პარტნიორების დახმარებით ისინი შეძლებენ ვალდებულებებისა და მატერიალური პრობლემების ნაწილობრივ მოხსნას.

თუმცა, თვის სუსტი ადგილი ზედმეტი ამბიციები იქნება. ტყუპებმა უნდა დაიოკონ ლტოლვა — სურვილი, მიიღონ ყველაფერი და ერთად. იმოქმედეთ ზომიერად და მიზანმიმართულად, არ უღალატოთ საკუთარ პრინციპებს. განსაკუთრებით მომგებიანი და წარმატებულია 9-დან 28 სექტემბერის ჩათვლით პერიოდი.

© FB/ Zodiac Signsტყუპები
ტყუპები - Sputnik საქართველო
ტყუპები

სასწორი

სასწორები თვის პირველ დეკადაში მატერიალური პრობლემების გადაწყვეტის გზებს მოძებნიან და ამით უახლოეს მომავალში საკუთარ ინტერესებსა და გეგმებს სრულად დაიკმაყოფილებენ. ასტროლოგიური თვალსაზრისით ეს გასაკვირი არაა, რადგან ამ დროს მათი მფარველი პლანეტა ვენერა თავის სტიქიაში შევა. ვენერა ლომის თანავარსკვლავედში სასწორებს მიანიჭებს სითამამეს, მიზანსწრაფულობასა და სიმტკიცეს.

ასტროლოგები სასწორებს ურჩევენ, უპირატესობა მიანიჭონ საქმიან და არაფორმალურ ურთიერთობებს. სწორედ სექტემბერში აქვთ მათ შანსი, გაზარდო საკუთარი რეპუტაცია უფროსებისა და კოლეგების თვალში. სასწორებმა ყველაფერი ამაღელვებლის გაკეთება 19 სექტემბრამდე უნდა მოასწრონ, რადგან თვის მეორე ნახევარში შესაძლებლობები იკლებს, რთულდება და იზღუდება. ამაში "დამნაშავე" კი ვენერას პოზიტიური ზემოქმედების შემცირებაა.

© FB/ Zodiac Signsსასწორი
სასწორი - Sputnik საქართველო
სასწორი

მშვილდოსანი

მშვილდოსნებისთვის შემოდგომის პირველი თვე მუშაობისა და შემოქმედებისთვის კარგი დროა. მათი მფარველი მზე ცხოვრების ფინანსურ მხარეზე პოზიტიურ გავლენას ახდენს. თუმცა, 22 სექტემბერს მისი მხარდაჭერა დაიკლებს, რასაც შიდა კონფლიქტის გამოწვევა შეუძლია. ნეგატიური განცდების გამო, შესაძლოა, მათი პროდუქტიულობა და თავდაჯერებულობა შემცირდეს.

ასტროლოგები მშვილდოსნებს ურჩევენ, ყური დაუგდონ ახლობელი ადამიანების რჩევებს და ზეწარმატების რბოლაში აქტიურად არ ჩაერთონ.

© FB/ Zodiac Signsმშვილდოსანი
მშვილდოსანი - Sputnik საქართველო
მშვილდოსანი

მერწყული

მერწყულებს მატერიალური თვალსაზრისით ხელსაყრელი პერიოდი უდგათ, მათი მფარველი მერკური 9-28 სექტემბერს ძალას იკრებს. ეს საუკეთესოდ აისახება საქმიან აქტიურობაზე, გონებრივ შესაძლებლობებსა და ფულის კუთხით წარმატებაზე.

8 სექტემბრამდე ცოტა გართულებული, ნეგატიური ასპექტების შემდეგ მერწყულები შეძლებენ საკუთარი თავის რეალიზებას. მათ სამსახურში მნიშვნელოვანი გარღვევები და საკუთარი თავის წარმოჩენის შანსი ელოდებათ.

© FB/ Zodiac Signsმერწყული
მერწყული - Sputnik საქართველო
მერწყული

 

ყველა ახალი ამბავი
0