15:46 22 ოქტომბერი 2017
პირდაპირი ეთერი
წარმატების გასაღები

წარმატების უტყუარი ფორმულა, ანუ როგორ შევიყვაროთ საკუთარი თავი?!

© Flickr/ Chris Potter
სასარგებლო რჩევები
მოკლე ბმულის მიღება
თამაზ ჩიქვანაია
17920

საკუთარ ნაკლთან გამკლავების საუკეთესო საშუალება იუმორია. თუ მისი გამოსწორება შეუძლებელია, შეეცადეთ მასთან შეგუება და მხიარულად, იუმორით აღიქვით ის.

დარწმუნებით შემიძლია ვთქვა: ყველა ადამიანს სურს იყოს წარმატებული და შემდგარი პიროვნება. თუმცა, ბევრმა არ იცის როგორ მიაღწიოს ამას. თუ  მიზნისკენ მიმავალ სწორ გზას არ აირჩევთ, შედეგზე პრეტენზიაც ვერ გექნებათ. და რომელია ეს სწორი გზა? პირველ რიგში, უნდა ისწავლოთ მთავარი — შეიყვაროთ საკუთარი თავი, არა ნარცისივით, არამედ დადებითი და უარყოფითი მხარეების  გარჩევით. მისი უდიდებულესობა იღბალი სწორედ იმ კატეგორიის ადამიანებს სწყალობს, ვინც საკუთარ თავთან სრულ ჰარმონიაში იმყოფება. როგორც კი შეცვლით საკუთარ თავთან დამოკიდებულებას, მაშინვე შეიცვლება გარესამყაროც, მისი  თქვენეული აღქმა, მოგემატებათ თავდაჯერებულობა და ნებისმიერი სირთულის დაძლევის რწმენაც. 

გულწრფელად გიყვარდეთ საკუთარი თავი არ არის იოლი საქმე, თუმცა, ფსიქოლოგები მიიჩნევენ,  რომ არც მიუღწეველია თუ გაითვალისწინებთ მათ რჩევებს. რჩევები კი ასეთია:

1. ნუ აკრიტიკებთ საკუთარ თავს — საზოგადოება თავს გვახვევს საკმაოდ დაბალ თვითშეფასებას, სტანდარტებს კი ისე მაღლა სწევს, რომ მიუღწევადი გვეჩვენება. თავს ნუ დაიმცირებთ იმაზე ფიქრით, რომ არ ხართ საკმარისად ჭკვიანი და ლამაზი, მაშინაც კი როცა იღბალი ზურგს გაქცევთ. თვითკრიტიკით მხოლოდ დეპრესიას გამოიწვევთ. 

 

2. ნუ აშინებთ საკუთარ თავს — წინასწარ ნუ გააზვიადებთ ვითარების ნეგატიურ შედეგს. შიშსა და უარყოფითის მოლოდინში ცხოვრება კარგს არაფერს მოგიტანთ. პრობლემების უზარმაზარ მასშტაბებამდე გაზვიადებით, მათთან ბრძოლისა და გამკლავების საშუალებას ისპობთ.

3. იყავით კეთილი და მომთმენი საკუთარი თავის მიმართ — უმრავლესობის პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ გარშემომყოფებისა და საკუთარი თავისგან იმწამიერ შედეგებს ელოდება. ვბრაზდებით საცობში მოხვედრილები, მდგომარეობიდან გამოვდივართ როცა რაღაცას ვერ ვაკეთებთ… მოითმინეთ, დაიცადეთ,  სწორედ ეს გახლავთ სწავლების პროცესი.

4. იყავით კეთილი საკუთარი ცნობიერების მიმართ —  თავს ნუ იტანჯავთ წარსულში ჩადენილი შეცდომებისა და უარყოფითი აზრების გამო. უარი თქვით საკუთარი თავის დადანაშაულებაზე. ეცადეთ მომხდარისგან საჭირო გამოცდილება მიიღოთ და მომავალში თქვენს სასიკეთოთ გამოიყენოთ.

5. ნუ დაიზარებთ ქებას საკუთარი მისამართით — ისწავლეთ საკუთარი პერსონის შექება მაშინაც კი, თუ რამე ბოლომდე კარგად არ გამოგდით. თბილი სიტყვები   მომავალში თქვენი  საქმიანობის გაუმჯობესების სტიმულია. 

მამაკაცის წარმატებების ლამის 99% ცოლის ქცევაზეა დამოკიდებული
მამაკაცის წარმატებების ლამის 99% ცოლის ქცევაზეა დამოკიდებული

6. ნუ შეგრცხვებათ დახმარების თხოვნა — ბევრი ადამიანის აზრით,  დახმარების თხოვნა სუსტების ხვედრია. ეს დამოკიდებულება კი არ არის მართალი. თუ გარკვეული საქმის კეთება თქვენს ძალებს აღემატება,  დახმარება მეგობრებს ან ნაცნობებს სთხოვეთ. ამით ზედმეტი ნეგატიური ემოციებისგან გათავისუფლდებით და არც საკუთარ თავზე გაბრაზდებით უაზროდ დაკარგული დროის გამო.

7. მიიღეთ საკუთარი ნაკლოვანებები — საკუთარ ნაკლთან გამკლავების საუკეთესო საშუალება იუმორია. თუ მისი გამოსწორება შეუძლებელია, შეეცადეთ მასთან შეგუება  და მხიარულად, იუმორით აღიქვით ის.

8. მოუარეთ საკუთარ თავს — საუბარია არა  მხოლოდ გარეგნობაზე, არამედ შინაგან სამყაროზეც. თუ შინაგანად თავს დიდებულად გრძნობთ, ეს თქვენს გარეგნობაზეც აისახება. გექნებათ საკმარისი ენერგია მიზნის მისაღწევად და გარეგნული სილამაზის შესანარჩუნებლად. 

სიტყვა „ქარი“ მშვენივრად ერითმება სიტყვას „ქალი“
სიტყვა „ქარი“ მშვენივრად ერითმება სიტყვას „ქალი“

9. თვითშთაგონება — ყოველ დილით მიდით სარკესთან და თქვით, რომ ძალიან ლამაზი, ჭკვიანი და განუმეორებელი ხართ… ამით მთელი დღის საკმარი პოზიტიური განწყობით დაიმუხტებით. უმიზეზოდ ნუ განაწყენდებით და ერიდეთ დამთრგუნავ ინფორმაციებს. დროთა განმავლობაში დაინახავთ, რომ მართლაც გიყვართ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც რეალურად  ხართ. როცა თქვენგან წამოსულ პოზიტიურ ენერგეტიკას იგრძნობენ, თქვენი გარშემომყოფებიც შეცვლიან თქვენდამი დამოკიდებულებას.

10. საკუთარი თავის შეყვარება დაიწყეთ… ამ წუთიდან — ნუ ელოდებით იმ დროს, როცა უკეთესობისკენ შეიცვლებით, ეცადეთ ამ წუთშივე იპოვოთ თქვენში რაც კარგი გაქვთ. შეიყვარეთ საკუთარი თავი და გარწმუნებთ, ირგვლივ ყველა შეგიყვარდებათ. ეს კი სწორედ ის უეჭველი რეცეპტია, რომელიც ცხოვრებაში წარმატებების მიღწევაში დაგეხმარებათ. 

შეყვარებული წყვილი
© Sputnik / Alexander Imedashvili
შეყვარებული წყვილი

მინდა მჯეროდეს, რომ ეს  „ათი მცნება“ რეალურად დაგეხმარებათ საკუთარი თავის შეცვლაში, რადგან არავითარ შემთხვევაში სხვაგან და „სხვაში“ არ უნდა ეძებოთ მიზეზი. პასუხი კითხვაზე „რატომ?“ სადმე შორს კი არა, თქვენშია და თუ იცით „როგორ?“, ნახევარი საქმე უკვე გაკეთებული გაქვთ. წარმატებებს გისურვებთ საკუთარ თავთან „ჭიდილში“. 

 


მთავარი თემები