03:26 13 დეკემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
ბებია და შვილიშვილი

კომაროვსკი: ბავშვები ორშაბათობით ავადმყოფობენ, ვინაიდან კვირაობით ბებიებთან მიდიან

© Flickr/ Michael Coghlan
სასარგებლო რჩევები
მოკლე ბმულის მიღება
სასარგებლო რჩევები (47)
2035120

მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატ ევგენი კომაროვსკის რეკომენდაციები ექიმის ჩვეულებრივ რჩევებს არ ჰგავს.

ისინი გამორჩეულია და მეტად მარტივი — შესაბამისად,  ძალიან იოლად გასაგებ-აღსაქმელი მშობლებისთვის.

კომაროვსკიმ პოპულარობა სწორედ იმით მოიპოვა, რომ ერთ-ერთი პირველი იყო პედიატრებს შორის, რომელმაც ადეკვატურ და სრულიად გასაგებ ენაზე დაიწყო მშობლებისთვის იმის ახსნა, როგორ უნდა გაეზარდათ ჯანმრთელი ბავშვები.

ქვემოთ ცნობილი ბავშვთა ექიმის რამდენიმე რეკომენდაციას გთავაზობთ, რომლებიც, ჩვენი აზრით, ფრიად წაგადგებათ.

  • ოჯახის კეთილდღეობისთვის მთავარი პირობა დედის ჯანმრთელობაა. მამა მიმინოსავით უნდა იგერიებდეს ყველას და დედას დასვენების, ჭამისა და სეირნობის საშუალებას უნდა აძლევდეს.
  • ბავშვი სკოლაში სჯობს 10 წლისა წაიყვანოთ და 11 წლისას დაამთავრებინოთ სწავლა. ცუდია, რომ იქ მათ განძრევის საშუალებას არ აძლევენ.
  • განკურნებაა ძნელი, თორემ თანამედროვე მედიცინის ხელში დაავადების პოვნას არაფერი უნდა — ეს ელემენტარული საქმეა.
  • ბავშვის „ზელიონკით“ აჭრელება მშობლის პირადი საქმეა, რაც მის ფერწერისადმი სიყვარულზე მეტყველებს და არაფერი აქვს საერთო მკურნალობასთან.
  • ბავშვები უნდა იყვნენ გამხდრები და უკანალში წიწაკაამოსმულებივით უნდა მოძრაობდნენ.
  • ბედნიერი ბავშვი — ეს უპირველესად ჯანმრთელი ბავშვია. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ვილაპარაკოთ წიგნის კითხვის სიყვარულსა და ვიოლინოზე დაკვრაზე.
  • არასდროს და არანაირ ვითარებაში არ შეიძლება ბავშვისთვის ჭამის დაძალება. ეს იმას ჰგავს, რომ მანქანაში ავზი პირთამდე გაავსოთ საწვავით და მერე ფარეხში დააყენოთ.
  • კარგი საბავშვო ბაღი ისაა, რომელშიც ლაბადისა და ბოტების მიტანას მოგთხოვენ, რომ ბავშვები ქუჩაში სასეირნოდ მაშინ გაიყვანონ, როცა წვიმა ცრის.
  • ორშაბათობით ბავშვები ყველაზე ხშირად ავადმყოფობენ, იმიტომ რომ კვირაობით ბებიებთან მიდიან. ბებიების სიყვარულის საზომად კი, სამწუხაროდ, როგორც წესი, საჭმელი მიიჩნევა.
  • იმუნიტეტის გაძლიერება — ეს ღიმილი, დასვენება, მოგზაურობა, კარგი განწყობა, სიყვარული, სეირნობა, მინიმალური ღორმუცელობა და ფიზიკური აქტიურობაა.
  • ნუ დახარჯავთ დროსა და ნერვებს საკუთარ შვილში „არასწორობების“ ძიებაში.
  • მთავარი კანონი: საკვების რაოდენობა დახარჯული ენერგიის რაოდენობის ეკვივალენტურია.
  • ბავშვი არავისთან არაფრის ვალში არ არის.
  • სოფელი ყოველთვის სჯობს ზღვაზე დასვენებას. თუ ბავშვი ორი თვე მშიერი, ჭუჭყიანი და ფეხშველი ირბენს — ამით მთელი წლით აღუდგება ჯანმრთელობა.
  • უნდა გეშინოდეთ სწორად: ექიმებისა და საავადმყოფოებისა კი არა, არამედ საკუთარი სიზარმაცისა და უცოდინრობისა!
თემები:
სასარგებლო რჩევები (47)

მთავარი თემები