თანამედროვე ურთიერთობები: მთავარი პრიორიტეტი – კომფორტი

© Flickr / Esther Vargasასოციალური ახალგაზრდები
ასოციალური ახალგაზრდები - Sputnik საქართველო
გამოწერა
თანამედროვე ურთიერთობები შეწყობა-მორგებას დაემსგავსა, სადაც მთავარი პრიორიტეტი კომფორტია. ადამიანთან ყოფნა იქამდე გვინდა, სანამ ურთიერთობებში ჰარმონია და სიყვარული სუფევს.

როგორც კი ეიფორიას უთანხმოება და კამათი ანაცვლებს, მაშინვე შემცვლელის მოძებნას ვცდილობთ. თითოეული წყვილი სხვადასხვა პრობლემას აწყდება.

რატომ ხდება ეს?

• საკმარისად მომზადებული არ ვართ

ხშირად აღმოჩნდება ხოლმე, რომ მზად არ ვართ კომპრომისზე წავიდეთ, თავი მსხვერპლად შევწიროთ და გვიყვარდეს ისე, უბრალოდ, ყოველგვარი პირობის გარეშე. არ გვინდა ლოდინი, გვინდა ყველაფერი და უცბად, თვითონ არ ვაძლევთ ჩვენს გრძნობებს გაზრდის საშუალებას და მათ დროებით ჩარჩოებში ვათავსებთ.

© FL/ Johan Larssonშეისწავლეთ თქვენი შიშები
შეისწავლეთ თქვენი შიშები - Sputnik საქართველო
შეისწავლეთ თქვენი შიშები

• სიყვარულს სხვა გრძნობებში ვურევთ

გვინდა შევხვდეთ ისეთ ადამიანს, რომელიც ჩვენთან ერთად კინოში ან ღამის კლუბში წამოვა და არა ისეთს, რომელიც ყველაზე მძიმე მწუხარებისას მხარს დაგვიჭერს. არ გვიყვარს მოწყენილად ცხოვრება, ამიტომ ვეძებთ მხიარულ თანამგზავრს, რომელიც ჩვენს ცხოვრებას თავგადასავლად აქცევს. თუმცა, ცვლილებებისთვის ყოველთვის მზად არ ვართ. ეს პერიოდი კი ყოველთვის დგება შეყვარებულობის და ურთიერთსიმპათიის პერიოდის შემდეგ.

• ვიძირებით ყოფაში

დროთა განმავლობაში დრო და სივრცე აღარ გვრჩება სიყვარულისთვის, რადგან ძალიან დაკავებული ვართ მატერიალური კეთილდღეობის ძებნით.

© Flickr / Jeffrey Sofroniouთანამედროვე ტექნოლოგია
თანამედროვე ტექნოლოგია - Sputnik საქართველო
თანამედროვე ტექნოლოგია

• ველოდებით წამიერ შედეგს

როდესაც გვიყვარდება, მაშინვე გვინდა დავინახოთ, წარმოვიდგინოთ თანამგზავრთან ცხოვრება სიმწიფის ასაკში, თუმცა ეს სიმწიფე, ისევე, როგორც ურთიერთგაგება, წლებთან ერთად მოდის. თანამედროვე ადამიანების უმეტესობა მიიჩნევს, რომ მათ დროდ და მოთმინებად ამ ცხოვრებაში არაფერი ღირს, სიყვარულიც კი.

• გვიყვარს მონაცვლეობა

ბევრი ჩვენგანი ერთ საათს ასობით ადამიანთან გატარებას ამჯობინებს, ვიდრე 24 საათს — ერთთან. დღევანდელ სამყაროში გავრცელებულია აზრი, რომ ჯობს ადამიანები გაიცნო, ვიდრე შეიცნო ისინი. ჩვენ ხარბები ვართ და ყველაფერი და ერთბაშად გვინდა. გავქვს ურთიერთობები და ვწყვეტთ მათ, როგორც კი უკეთესი "ვარიანტი" ჩნდება. ადამიანს არ ვაძლევთ ყველაფერ საუკეთესოს, მაგრამ გვინდა, რომ ის იდეალური იყოს. ბევრს ვხვდებით, მაგრამ შანსს ერთეულებს ვაძლევთ.

• გავხდით ტექნოლოგიებზე დამოკიდებული

ტექნოლოგიებმა ისე დაგვაახლოვა, რომ სუნთქვა გვიჭირს. ცოცხალი ურთიერთობები ჩაანაცვლა ტექსტებმა, ხმოვანმა შეტყობინებებმა, ჩატებმა და ვიდეოზარებმა. აუცილებელი აღარაა დრო ერთად გავატაროთ. ისედაც ვიცით ერთმანეთზე ბევრი რამ. განსახილველი არაფერი გვაქვს.

© Flickr / Aaron Kimბიჭი პლანშეტით
ბიჭი პლანშეტით - Sputnik საქართველო
ბიჭი პლანშეტით

• ერთ ადგილზე ვერ ვჩერდებით

მივიჩნევთ, რომ ურთიერთობებისთვის არ ვართ შექმნილი და ფიქრის გაელვებაც კი, რომ უნდა შევჩერდეთ, შიშს იწვევს. ჩვენს ცხოვრებას ერთ ადამიანს აღარ ვუკავშირებთ და მუდმივობას გავურბივართ.

• გავხდით "სექსუალურად თავისუფალი"

დღევანდელმა თაობამ სექსის სიყვარულისგან გარჩევა დაიწყო. ადამიანებს ჯერ სექსი აქვთ ერთმანეთთან და მერე წყვეტენ, ესადაგებიან თუ არა ერთმანეთს. დღეს სექსი ქორწინების გარეშე ნორმა გახდა, ხოლო ცნება "თავისუფალი ურთიერთობები", "მეგობრული სექსი", "სექსი ერთი ღამით" თანამედროვეობაში მტკიცედ დამკვიდრდა.

დიდი ხნის პარტნიორებმა იციან ერთმანეთის არა მხოლოდ ჩვევები, არამედ მოთხოვნებიც - Sputnik საქართველო
თაფლობის თვის დასასრული, ანუ ცხოვრება „ჰეფი ენდის“ შემდეგ

 

• ძალიან ხშირად ვეყრდნობით ლოგიკას

თანამედროვე თაობიდან ცოტას თუ შეუძლია უყვარდეს მთელი გულით, გადალახოს დროსა და განშორებასთან დაკავშირებული სიძნელეები.

• ბევრი რამის გვეშინია

გვეშინია ახალი ურთიერთობების, იმედგაცრუების, სულიერი ტკივილისა და გატეხილი გულის, ამიტომ არ ვაძლევთ ადამიანებს ჩვენ ცხოვრებაში შემოსვლის უფლებას, ჩვენი ცხოვრების გარშემო ვქმნით უხილავ კედლებს, რომლებსაც ხანდახან მერე თვითონ ვეღარ ვლახავთ.

• აღარ ვაფასებთ ურთიერთობებს

არაფრად აღარ გვიღირს საყვარელი ადამიანის გაშვება. ძალზე იმედგაცრუებული ვართ გარშემომყოფებში.

 

სტატია მომზადებულია Ankush Bahuguna-ს მასალებზე დაყრდნობით

 

ყველა ახალი ამბავი
0