18:44 14 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0709
  • 100 RUB4.4397
  • USD3.4235
ცნობები
მოკლე ბმულის მიღება
45 0 0

ახლანდელ მინისტრთა კაბინეტში ორი ახალი სახეა – თავდაცვის მინისტრი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი.

თბილისი, 23 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა 89 ხმით ორის წინააღმდეგ ორშაბათს ნდობა გამოუცხადა განახლებულ მინისტრთა კაბინეტს ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით.

„Sрutnik-საქართველო“ ქვეყნის ახალი მთავრობის წევრების ბიოგრაფიებს გთავაზობთ

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი - ვახტანგ გომელაური

Вахтанг Гомелаури
© Sputnik / Alexander Imedashvili
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი - ვახტანგ გომელაური

გომელაური დაიბადა 1975 წლის 24 დეკემბერს. დაამთავრა საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემია.

1994-2003 წლებში მუშაობდა სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში. შემდგომი ცხრა წელი იმუშავა საქართველოს შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტში.

2013 წლის მარტიდან 2014 წლის დეკემბრამდე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო. შემდეგ გახდა მინისტრის პირველი მოადგილე, შემდეგ – მინისტრი.

2015 წელს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად დაინიშნა.

წელს გომელაურს „სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალ-ლეიტენანტის“ უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა.

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს. დაქორწინებულია, ჰყავს ორი შვილი.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - ნათია თურნავა

Министр экономики Грузии Натия Турнава
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - ნათია თურნავა

ნათია თურნავა დაიბადა 1968 წლის 19 ოქტომბერს.

1990 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, 1994 წელს ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი დაიცვა.

2005-2006 წლებში გაიარა ჰარვარდისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროფესიული სასწავლო კურსები. 2014 წელს დაამთავრა გაერთიანებული სამეფოს კამბრიის უნივერსიტეტისა და რობერტ კენედის კოლეჯის (ციურიხი) ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა და ბიზნეს-ადმინისტრირების მაგისტრი გახდა.

1994-1996 წლებში იყო საქართველოს დემოკრატიისა და პოლიტიკის მეცნიერებათა ინსტიტუტის მეცნიერ-მუშაკი. კითხულობდა ლექციებს ეკონომიკის სხვადასხვა დისციპლინაში საქართველოს უმაღლეს სკოლაში.

1997-2000 წლებში საქართველოს მთავრობაში იყო სახელმწიფო მრჩეველი, ეკონომიკური სამსახურის საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკის განყოფილების უფროსის მოადგილე, ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილე, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოვალეობის შემსრულებელი.

1998-2000 წლებში იყო თბილისის საკრებულოს წევრი, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.

2000-2005 წლებში თურნავა ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილის პოსტს იკავებდა.

2005 წლის მაისში საქართველოს პრეზიდენტთან არსებული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილედ დაინიშნა.

2005 წლის სექტემბრამდე 2006 წლის ნოემბრამდე საქართველოს ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

2006-2013 წლებში იყო შპს „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ დირექტორთა საბჭოს წევრი, შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის“ გენერალური დირექტორი, დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე.

2013 წლის აგვისტოდან 2018 წლის სექტემბრამდე თურნავა „საქართველოს საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე იყო.

2018 წლის სექტემბრიდან 2019 წლის აპრილამდე ეკონომიკისა და მდგრადი ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იყო.

2019 წლის აპრილში ეკონომიკისა და მდგრადი ეკონომიკის მინისტრი გახდა.

თურნავა 40 სამეცნიერო ნაშრომის, სტატიისა და მონოგრაფიის ავტორია. გარდა ამისა, ორი წიგნის თანაავტორია.

ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.

დაქორწინებულია, ჰყავს ერთი შვილი.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი - დავით ზალკალიანი

Глава МИД Грузии Давид Залкалиани
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი - დავით ზალკალიანი

ზალკალიანი დაიბადა 1968 წლის 27 თებერვალს. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო სამართლის სპეციალობით.

კარიერა 1992 წელს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიწყო. მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა მაღალ თანამდებობებზე საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში ავსტრიასა და აშშ-ში.

მის დოსიეშია საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობები უზბეკეთში, ტაჯიკეთსა და ბელარუსში.

შემდეგ ზალკალიანი დაუბრუნდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და გლობალური ურთიერთობების დეპარტამენტს ჩაუდგა სათავეში.

2012 წელს, ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით კოალიცია „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, დიპლომატი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. ექვსი წლის შემდეგ მას მინისტრის სავარძელი ანდეს.

ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს. დაქორწინებულია, ჰყავს ორი ქალიშვილი.

საქართველოს ფინანსთა მინისტრი - ივანე მაჭავარიანი

Министр финансов Грузии Иване Мачавариани
საქართველოს ფინანსთა მინისტრი - ივანე მაჭავარიანი

ივანე მაჭავარიანმა გიორგი გახარიას მთავრობაში ფინანსთა მინისტრის პოსტი შეინარჩუნა.

ივანე მაჭავარიანი 1974 წლის 11 თებერვალს თბილისში დაიბადა.

1996 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კვალიფიკაციით წარმოების ეკონომიკა და მართვა. 1997 წელს გაიარა „საერთაშორისო საბუღალტრო სტანდარტების" სპეციალური ინტენსიური კურსი, ხოლო 2009 წელს დაამთავრა სასწავლო პროგრამა ფინანსებში და გაიარა ტელეკომუნიკაციებთან დაკავშირებული ტრენინგები.

1997-2018 წლებში კომპანია Geocell-ში იყო საფინანსო განყოფილების სპეციალისტი, ფინანსური დაგეგმარებისა და საერთაშორისო ანგარიშების დეპარტამენტის მენეჯერი, ფინანსური დირექტორი და კომპანიის კომერციული დირექტორი.

2010-2011 წლებში იყო TeliaSonera’s Eurasian ოპერაციებისთვის მობილური ადაპტაციის სტრატეგიის შემუშავების გუნდის წევრი (ყაზახეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, უზბეკეთი, ტაჯიკეთი, ნეპალი და მოლდოვა).

2012-2015 წლებში მონაწილეობდა სხვადასხვა საკონსულტაციო კომპანიასთან კომერციულ და ტექნოლოგიურ კვლევებში (McKinsey, Accenture, Informa Telecoms, Delta Partners).

2018 წლის ივლისში საქართველოს ფინანსთა მინისტრის პოსტზე დაინიშნა.

ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი - მიხეილ ჩხენკელი

Министр образования, науки, культуры и спорта Михаил Чхенкели
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი - მიხეილ ჩხენკელი

მიხეილ ჩხენკელი 1968 წლის 1 აპრილს თბილისში დაიბადა.

ჩხენკელმა წარმატებით დაამთავრა თსუ მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. იყო აკადემიკოს ნიკოლოზ მუსხელიშვილის სტიპენდიანტი. ჩხენკელმა დოქტორანტურა აშშ-ში, პენსილვანიის უნივერსიტეტში დაამთავრა, სადაც მას მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიანიჭეს.

20 წლის განმავლობაში ის საგანმანათლებლო საქმიანობას ეწეოდა აშშ-ის უნივერსიტეტებში, პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობისთვის მიღებული აქვს მრავალი ჯილდო, მათ შორის, „პროფესორის ოსკარი" – საუკეთესო სწავლებისთვის.

ამერიკულ უნივერსიტეტებში მოღვაწეობისას ჩხენკელი მათემატიკის დეპარტამენტის კომპიუტინგის კომიტეტის თავმჯდომარე იყო.

ამასთან ერთად ჩხენკელი არის აშშ-ის მათემატიკური საზოგადოების სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციების ჟიურის წევრი, სამეცნიერო-კვლევითი კონფერენციების და მათემატიკური ოლიმპიადების ორგანიზატორი, Cengage Learning-ის მრჩეველი და ასევე ბარი გოლდვოტერის პრესტიჟული სტუდენტური პრემიის კომიტეტის წევრი.

ჩხენკელი მონაწილეობს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში, მათ შორის, აშშ-ის მათემატიკური საზოგადოებისა და მათემატიკური ასოციაციის სამეცნიერო კონფერენციებში. ის კითხულობს ლექციებს აშშ-ში, აქვს მჭიდრო პროფესიული კავშირები ამერიკის მრავალი წამყვანი უნივერსიტეტის, მათ შორის, ჰარვარდის, პრინსტონის, პენსილვანიის, იელის, კოლუმბიის, ჩიკაგოს, ნიუ-იორკის პროფესორებთან, ასევე ბრაუნის, კორნელისა და ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტების მეცნიერებთან.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - ეკატერინე ტიკარაძე

Глава Минздрава Грузии Екатерина Тикарадзе
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - ეკატერინე ტიკარაძე

ეკატერინე ტიკარაძე 1976 წლის 3 მარტს დაიბადა.

1998 წელს დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი, ხოლო 2005 წელს ზოგადი პროფილის სტომატოლოგიის კურსი გაიარა.

2007-2008 წლებში გერმანიაში გაიარა ყბა-სახის იმპლანტაციის სრული კურსი, ხოლო 2015-2016 წლებში - მიუნსტერის (გერმანია) ჯანდაცვის აკადემიაში ჰოსპიტალურ სექტორში მართვის კურსი.

2016-2019 წლებში სწავლობდა ავსტრიაში, Donau-Universität Krems-ში, ჯანდაცვის მენეჯმენტისა და ჰოსპიტალური სექტორის ეკონომიკისა და მართვის მიმართულებით. მიღებული აქვს მენეჯმენტის და ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი.

2006-2008 წლებში ქალაქ ნიურნბერგში (გერმანია) ფონდში „სტომატოლოგები საზღვრების გარეშე" პროექტის განვითარების მენეჯერი იყო.

2008-2013 წლებში შვეიცარიულ კომპანია „მედტრანსში“ მესამეულ ქვეყნებში ჰოსპიტალური და სადაზღვევო სექტორის განვითარების კონსულტანტად მუშაობდა.

2009-2015 წლებში საჩხერის სტომატოლოგიურ კლინიკაში „დოსტაქარი" იყო მენეჯერი კონცეპტუალურ საკითხებში.

2015-2016 წლებში ტიკარაძე მუშაობდა საქართველოს საპარტნიორო ფონდში, ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად ჯანდაცვის სექტორის განვითარების მიმართულებით და ამბულატორიაში Georgia Healthcare Group PLC.

2015-2019 წლებში „საჩხერის რაიონული საავადმყოფოს პოლიკლინიკური გაერთიანების" გენერალური დირექტორი იყო.

2019 წლის ივნისში ტიკარაძემ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პოსტი დაიკავა.

2019 წლის ივნისში ეკატერინე ტიკარაძემ გიორგი გახარიას მთავრობაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პოსტი დაიკავა.

ფლობს რუსულ, ინგლისურ და გერმანულ ენებს.

დაქორწინებულია, ჰყავს ორი შვილი.

საქართველოს გარემოსა და სოფლის მეურნეობის მინისტრი - ლევან დავითაშვილი

Министр сельского хозяйства Грузии Леван Давиташвили
© Sputnik / Alexander Imedashvili
ლევან დავითაშვილისაქართველოს გარემოსა და სოფლის მეურნეობის მინისტრი  - ლევან დავითაშვილი

ლევან დავითაშვილი 1978 წლის 10 დეკემბერს დაიბადა.

1999 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, 2001 წელს  - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, 2002 წელს - მილანის მართვის სწავლებისა და გამოცდილების ცენტრი (CESMA).

1997-1999 წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო დაზღვევისა და ზედამხედველობის სამსახურში სადაზღვევო რეგულაციებისა და სტანდარტების დეპარტამენტის უფროსად.

1999 წელს იყო შემოსავლების სამინისტროს სოციალური გადასახადების დეპარტამენტის უფროსი.

1999-2001 წლებში დავითაშვილი რესტრუქტურიზაციისა და მართვის დახმარების ცენტრის (CERMA) მთავარი კონსულტანტი იყო.

2002-2007 წლებში იყო შპს „წინანდლის ძველი მარნის" გენერალური მენეჯერი.

2007-2009 წლებში იყო USAID-ის სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტის Ag Vantage-ის გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერი.

2007-2009 წლებში იყო შპს Schuchmann-Wines-ს გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერი.

2012-2014 წლებში დავითაშვილი ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელობდა.

2014-2017 წლებში იყო საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, შემდეგ დაინიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელად, რომელიც ორი უწყების შერწყმის შედეგად შეიქმნა.

ფლობს ქართულ, ინგლისურ, იტალიურ და რუსულ ენებს. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

სახელმწიფო მინისტრის შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში - თეა ახვლედიანი

Госминистр по примирению и гражданскому равноправию Тея Ахвледиани
სახელმწიფო მინისტრის პოსტი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში - თეა ახვლედიანი

თეა ახვლედიანი 1975 წლის 10 იანვარს თბილისში დაიბადა.

1999 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. საერთაშორისო პოლიტიკის მაგისტრის ხარისხი მიიღო სტრატეგიულ კვლევათა ევროპის ცენტრში (CERIS) ბელგიაში.

2008-2014 წლებში იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი. 2014 წლის 22 აპრილიდან 2019 წლის 1 ივნისამდე იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესტონეთში. 2019 წლის 14 ივნისიდან იყო ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე.

2019 წელს დაჯილდოვდა ესტონეთის სახელმწიფო ჯილდოთი, პირველი ხარისხის ჯვრის ორდენით „ტერა მარიანა“. 2018 წელს ბალტიის თავდაცვის კოლეჯმა დააჯილდოვა მედლით Medal of Merit Silver. 2011 წელს დაჯილდოვებულია ღირსების ორდენით.

ფლობს ქართულ, ინგლისურ, ფრანგულ და რუსულ ენებს. ჰყავს ერთი შვილი.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე

Министр регионального развития и инфраструктуры Грузии Ираклий Карселадзе
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე

ირაკლი ქარსელაძე 1978 წლის 28 თებერვალს ქუთაისში დაიბადა.

ირაკლი ქარსელაძეს როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. თავის დროზე ის მუშაობდა კომპანიაში „დიპლომატ ჯორჯია“, სააქციო საზოგადოებაში „საქართველოს ლატარიის კომპანია“, ლუდსახარშ კომპანია „ლომისში“ და კომპანიაში Cartu Group, რომელიც მმართველი პარტიის დამაარსებელს, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის.

2012 წელს მთავრობის კანცელარიაში იყო ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი.

შემდეგ გადავიდა ტურიზმის განვითარების ფონდში, ასევე იყო თანაინვესტირების ფონდის მრჩეველთა საბჭოს უფროსი.

2018 წლის აპრილიდან ქარსელაძე იყო საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი და ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე.

ფლობს ქართულ, ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს. ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე

Министр обороны Грузии Джуаншер Бурчуладзе
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე

ჯუანშერ ბურჭულაძე 1978 წლის 14 იანვარს დაიბადა.

1998 წელს დაამთავრა ჰუმანიტარულ-ტექნიკური უნივერსიტეტის საფინანსო-საბანკო ფაკულტეტი.

მას ასევე აქვს მუშაობის გამოცდილება კომპანიაში Cartu Ваnk, რომელიც მმართველი პარტიის დამფუძნებელს, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის.

ბურჭულაძე ასევე მუშაობდა მუნიციპალური განვითარების ფონდში, აშშ-ში საქართველოს საელჩოში და Standart Bank-ში.

ფლობს ქართულ, ინგლისურ, ესპანურ და რუსულ ენებს. ჰყავს მეუღლე და რვა შვილი.

საქართველოს იუსტიციის მინისტრი გოჩა ლორთქიფანიძე

Министр Юстиции Гоча Лорткипанидзе
საქართველოს იუსტიციის მინისტრი გოჩა ლორთქიფანიძე

ლორთქიფანიძე 1964 წლის თებერვალში ქალაქ ფოთში დაიბადა.

1986-1989 წლებში სწავლობდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე.

1995 წელს ლორთქიფანიძემ დაამთავრა ესექსის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) სამაგისტრო პროგრამა.

2004 წელს დაამთავრა ჰარვარდის სამართლის სკოლის (აშშ) მაგისტრატურა.

1991-2005 წლებში ლორთქიფანიძე საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა.

2005 წელს დაინიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად საგარეო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის საკითხებში.

2011 წელს ლორთქიფანიძემ ფორდემის უნივერსიტეტში სამართლის დოქტორის სტატუსი მიიღო.

2013 წელს ლორთქიფანიძე საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.

2020 წლის 24 დეკემბრიდან არის საქართველოს იუსტიციის მინისტრი და ვიცე-პრემიერი. ამავე წლის დეკემბერში ლორთქიფანიძე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს.

ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

მთავარი თემები