22:55 06 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4221
  • 100 RUB4.2811
  • USD3.0465
ცნობები
მოკლე ბმულის მიღება
78 0 0

ქარის საერთაშორისო დღე მთელ მსოფლიოში 15 ივნისს აღინიშნება. საერთაშორისო დღე ევროპის ქარის ენერგეტიკის ასოციაციისა (EWEA) და ქარის ენერგიის მსოფლიო საბჭოს (GWEC) ინიციატივით დაფუძნდა.

პირველად ეს დღე 2007 წელს აღინიშნა. საერთაშორისო დღის აღნიშვნის მიზანი ქარის ენერგიის უზარმაზარი პოტენციალისა და მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ამ დარგის განვითარების აუცილებლობისაკენ საზოგადოებრიობის ყურადღების მიპყრობაა.

ქარის საერთაშორისო დღე

ექსპერტების აზრით, ამ მიმართულების განვითარებამ შეიძლება მრავალი პრობლემა გადაჭრას, მათ შორის – დაზოგოს უზარმაზარი თანხა, რომელიც ყოველწლიურად ენერგეტიკაში იდება.

ქარის ენერგეტიკა, როგორც დარგი, განსაკუთრებით აქტუალურია დღეს, როდესაც ბუნებრივი რესურსების ამოწურვის პრობლემა ისე მწვავეა, როგორც არასდროს, და კაცობრიობა ენერგიის ალტერნატიულ წყაროებს ითვისებს.

ქარის ენერგეტიკული დანადგარები დღეს წარმატებით მოქმედებს მსოფლიოს 80-მდე ქვეყანაში, ხოლო ქარის ენერგიის წარმოებაზე ათასობით ადამიანი მუშაობს.

ევროპის ქარის ენერგეტიკის ასოციაციის განცხადებით, 2050 წლისთვის ევროკავშირის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ნახევარი ქარის ენერგიისგან იქნება წარმოებული.

საქართველოში

ენერგიის ალტერნატიულ წყაროებზე გადასვლის ტენდენცია მთელ მსოფლიოში შეინიშნება. ბოლო წლებში აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროც.

ამჟამად საქართველოში, გორში ერთი ქარის სადგურია – „ქართლი“, რომლის სიმძლავრეც 20 მგვტ-ია.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო 2020 წლისთვის 270 მგვტ საერთო სიმძლავრის კიდევ ხუთი ახალი ქარის ელექტროსადგურის ამუშავებას გეგმავდა.

წინასწარი გათვლით, საქართველომ 2020 წლის მიწურულისთვის ქარის ელექტროსადგურებისგან შეიძლება მიიღოს 332 მგვტ, 2025 წლისთვის – 665 მგვტ, 2030 წლისთვის – 1,3 ათასი მგვტ ენერგია.

მითოლოგია

მსოფლიოს ხალხები სხვადასხვა ეპოქაში ეთაყვანებოდნენ ქარის ღმერთებს იმ იმედით, რომ სტიქიის რისხვით გამოწვეულ ნგრევას გადაურჩებოდნენ. ძველ ბერძნულ მითოლოგიაში ქარის სამი ღმერთი არსებობდა – ძმები ბორეუსი (ჩრდილოეთის ქარი), ზეფიქი (დასავლეთის ქარი) და ნოტი (სამხრეთის ქარი). სლავურ მითოლოგიაში ქარების უზენაესი მეუფე სტრიბოგი იყო.

შუმერები ეთაყვანებოდნენ ენლილს, რომლის სახელიც ნიშნავს „ბატონ ქარბუქს“. ძველ ჩინურ მითოლოგიაში ფენგ-პო, ქარის ღმერთი იწოდებოდა „ზეცის სიტყვად და ენად“. ინდუიზმში ქარი – ვაიუ – სამყაროს სუნთქვა, მისი მბრძანებელი იყო და „ცასა და დედამიწას შორის“ სახლობდა.

Тропический шторм Этау в Приморье
© photo: Sputnik / Vitaly An'kov
ტროპიკული შტორმი "ეტაუ"

საინტერესო ფაქტები

ქარის სიჩქარით ყველაზე ძლიერი სმერჩი, რომელიც გინესის რეკორდების წიგნშია შეტანილი, დააფიქსირეს აშშ-ში, ვიჩიტა-ფოლსში 1958 წელს. ქარის მაქსიმალურმა სიჩქარემ 450 კმ/სთ შეადგინა.

ყველაზე ძლიერი ქარი 1996 წლის 10 აპრილს ავსტრალიის კუნძულ ბოროუზე ციკლონ „ოლივიას“ დროს დაფიქსირდა. მისი სიჩქარე 408 კმ/სთ იყო.

Смерч
© CC0 / Pixabay
სმერჩი

მზის სისტემაში ყველაზე სწრაფი ქარი ნეპტუნის ატმოსფეროშია დარეგისტრირებული, იმის მიუხედავად, რომ ეს მზისგან ყველაზე დიდი მანძილით დაშორებული პლანეტაა. ზოგიერთი შეფასებით, მათმა სიჩქარემ შეიძლება 2100 კმ/სთ-ს მიაღწიოს.

40-50 მ/წმ სიჩქარის ქარს შეუძლია ფეხზე მდგომი ადამიანის წაქცევა. ამავე სიჩქარით ეშვებიან პარაშუტისტები. ქარი შეიძლება იყოს არა მხოლოდ ჰორიზონტალური, არამედ ვერტიკალურიც. თუმცა მისი ძალა ჰორიზონტალურზე ასჯერ ნაკლებია.

მასალა მომზადებულია ღია წყაროების გამოყენებით

მთავარი თემები