03:33 30 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7913
  • 100 RUB4.0794
  • USD3.2338
ცნობები
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს მთავრობის ტრანსფორმაცია (71)
7010

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კვლავ 48 წლის მიხეილ ბატიაშვილი უხელმძღვანელებს

მიხეილ ბატიაშვილმა გიორგი გახარიას მთავრობაში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პოსტი შეინარჩუნა.

მიხეილ ბატიაშვილი 1971 წლის 21 ნოემბერს დაიბადა.

1996 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტი. არის ბიზნესის ადმინისტრირების ასოცირებული პროფესორი, წლების განმავლობაში იყო ჰარვარდის ბიზნეს სკოლის სტრატეგიისა და კონკურენტუნარიანობის ინსტიტუტის წევრი.

1998-2002 წლებში იყო მსოფლიო ბანკის ეკონომიკური რეფორმების ცენტრის დირექტორის მოადგილე საქართველოს სახელმწიფო კანცელარიაში.

2002-2004 წლებში ბატიაშვილი იკავებდა დირექტორის მოადგილის თანამდებობას საქართველოს ანტიკორუფციულ საბჭოში, იყო ევროპის საბჭოს „კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფის“ (GRECO) წევრი.

2005-2010 წლებში იყო სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (SAI GLOBAL) საერთაშორისო აუდიტორი.

2020 წელს ბატიაშვილმა ასოციაცია GLOBAL STAR-ი დააფუძნა.

2011-2015 წლებში იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანი.

2016 წელს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) რექტორი გახდა.

2018 წელს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პოსტი დაიკავა.

ბატიაშვილს გამოქვეყნებული აქვს მნიშვნელოვანი პუბლიკაციები, არის არაერთი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მომხსენებელი; ასევე, სხვადასხვა პერიოდში აქტიურად თანამშრომლობდა უცხოეთის სამეცნიერო ცენტრებთან.

დაქორწინებულია, ჰყავს ერთი შვილი.

თემები:
საქართველოს მთავრობის ტრანსფორმაცია (71)

მთავარი თემები