05:36 24 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტის ამბები (1169)
42 0 0

გორგოძემ მერვედფინალური შეხვედრა 35 წლის ამერიკელ ჩოგბურთელთან ორ სეტში მოიგო. ქართველი სპორტსმენი შემდეგ ეტაპზე კუჩოვასა და ბარას შორის მოგებულს შეხვდება.

თბილისი, 22 ივლისი – Sputnik. პოლონეთში მიმდინარე საჩოგბურთო ტურნირზე Gdynia Open ეკატერინე გორგოძემ მორიგი მატჩი მოიგო და მეოთხედფინალურ ეტაპზე გავიდა.

გორგოძეს მერვედფინალურ ეტაპზე ამერიკელ გამოცდილ ჩოგბურთელ ვარვარა ლეფჩენკოსთან მოუწია დაპირისპირება. 29 წლის ქართველმა სპორტსმენმა შეხვედრა ორ სეტში ანგარიშით 7:6, 6:2 მოიგო.

პირველი სეტის მეხუთე გეიმში ეკატერინემ საკუთარი ჩაწოდება დათმო, თუმცა გადამწყვეტ მომენტში მოწინააღმდეგეს უპირატესობა მაინც წაართვა. გორგოძემ ბრეიკი 4:5-ზე შეასრულა მაშინ, როცა ამერიკელი ჩოგბურთელი სეტის მოსაგებად აწვდიდა. საბოლოოდ მოთამაშეები ტაი-ბრეიკზე გავიდნენ, სადაც გამარჯვება ქართველ ჩოგბურთელს დარჩა. ეკატერინემ მორალური უპირატესობა მეორე სეტში კარგად გამოიყენა და ამერიკელ მეტოქეს ორი ბრეიკით აჯობა.

აღსანიშნავია, რომ წინა შეხვედრა ქართველმა ჩოგბურთელმა რუს ჩოგბურთელ ანასტასია ზახაროვასთან სამ სეტში მოიგო. გორგოძე შემდეგ ეტაპზე სლოვაკ ირინა კუჩოვასა და რუმინელ ირინა მარია ბარას შორის მოგებულს დაელოდება.

თემები:
სპორტის ამბები (1169)

მთავარი თემები