23:53 05 აგვისტო 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6780
  • 100 RUB4.2550
  • USD3.1022
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტის ამბები (1181)
70 0 0

ქართული დელეგაცია მრავალრიცხოვანია. მის შემადგენლობაში შედიან ძიუდოისტები, ძალოსნები, მოკრივეები, ასევე მედიკოსები.

თბილისი, 19 ივლისი – Sputnik. საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია, რომელიც იაპონიაში ჩავიდა, ტოკიოს აეროპორტში რამდენიმე საათი დააყოვნეს. დაყოვნების მიზეზი უცნობია.

აეროპორტში ქართველ სპორტსმენებს სუმოისტი თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ) დახვდა, რომელსაც შეხვედრა ონლაინ–რეჟიმში მიჰყავდა.

მას შემდეგ, რაც ქართული დელეგაციის წევრებმა ყველა საბაჟო ფორმალობა გაიარეს, მათ მაინც ვერ მოახერხეს კიდევ გარკვეული პერიოდი მათთვის განკუთვნილ ავტობუსამდე მისვლა. მოხდა რაღაც გაუგებრობა და ქართველების ავტობუსი ირანის ნაკრების წარმომადგენლებმა დაიკავეს. მათ ტრანსპორტის დატოვებაზე თავდაპირველად უარი განაცხადეს. საბოლოოდ ყველაფერი კარგად დამთავრდა.

ამჟამინდელი ქართული დელეგაცია ყველაზე მრავალრიცხოვანია. მის შემადგენლობაშია 30 ადამიანი, მათ შორის ძიუდოისტები, ძალოსნები, მოკრივეები, ასევე სამედიცინო შტაბის წარმომადგენლები.

დასახელდა ტოკიოს ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრების მედროშეები>>

დანარჩენი სპორტსმენები ტოკიოში ადრევე შედგენილი პროტოკოლის მიხედვით ჩავლენ.

ოლიმპიადაზე საქართველო სპორტის 11 სახეობაში 35 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი.

თემები:
სპორტის ამბები (1181)

მთავარი თემები