05:31 24 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტის ამბები (1169)
51 0 0

ფინალში, რომელიც ორ-ნახევარი საათი გაგრძელდა, ბოლქვაძემ რუს ჩოგბურთელ ვალიერია სავინიხს სამ სეტში აჯობა.

თბილისი, 19 ივლისი – Sputnik. ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ (195-ე ნომერი WTA-ს რეიტინგში) ყაზახეთის ტურნირი მოიგო სერიიდან ITF W60.

ბოლქვაძემ ფინალში რუსი ვალერია სავინიხი (196) სამ სეტში დაამარცხა – 4:6, 6:3, 6:2. თამაში ორ-ნახევარი საათი გაგრძელდა.

„მინდა ფინალში ჩემს მეტოქეს მადლობა გადავუხადო. ტურნირის ორგანიზატორებმა საოცარი სამუშაო გასწიეს, შეჯიბრი უმაღლეს დონეზე წარიმართა და ეს ყველაფერი უამინდობის მიუხედავად. ეს პირველი 60-ათასიანი ტურნირია, რომელიც მოვიგე და ახლა ყაზახეთის დედაქალაქი ჩემს გულში სამუდამოდ დარჩება. აქ ყოველთვის დიდი სიხარულით ჩამოვალ”, – განაცხადა ბოლქვაძემ დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ.

ამ გამარჯვების წყალობით ბოლქვაძე WTA-ს რეიტინგში 21 პოზიციით დაწინაურდება და მსოფლიოს უძლიერეს ჩოგბურთელთა რეიტინგში 174-ე ადგილს დაიკავებს. ქართველი ჩოგბურთელის უმაღლესი მიღწევაა 152-ე ადგილი 2019 წლის დეკემბერში.

მარიამ ბოლქვაძემ ყაზახეთში ტურნირი მოიგო>>

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ერთი კვირის წინ ბოლქვაძემ ეკატერინე იაშინასთან წყვილში კიდევ ერთი ტურნირი მოიგო, რომელიც ასევე ყაზახეთში გაიმართა.

თემები:
სპორტის ამბები (1169)

მთავარი თემები