14:05 25 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტის ამბები (1170)
48 0 0

რუსეთის პრემიერ–ლიგის გასული სეზონი დავითაშვილმა იჯარით „როტორში" გაატარა, რომელმაც ჩემპიონატის შედეგებით პრემიერ–ლიგა დატოვა

თბილისი, 16 ივლისი - Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა ყაზანის კლუბი „რუბინი“ დატოვა. ინფორმაცია შეთანხმების გაუქმების თაობაზე ყაზანური გუნდის ოფიციალურ ვებ–გვერდზე გამოქვეყნდა.

„ზურიკო დავითაშვილი“ ტოვებს „რუბინს“. კონტრაქტი ქართველ ნახევარმცველთან ორმხრივი შეთანხმებით შეწყდა. მადლობას ვუხდით ზურიკოს კლუბში გატარებული დროისთვის და მას მომავალ კარიერაში წარმატებებს ვუსურვებთ“, – ნათქვამია კლუბის განცხადებაში.

დავითაშვილი „რუბინში 2019 წლის ივნისში გადავიდა. ყაზანურ კლუბში მან 28 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ორი გოლი. გასული სეზონი ქართველმა ფეხბურთელმა იჯარით „როტორში“ ითამაშა. ამ კლუბმა რუსეთის პრემიერ–ლიგა დატოვა. ვოლგოგრადის გუნდის შემადგენლობაში დავითაშვილმა 20 მატჩი ჩაატარა და თავი არ გამოუჩენია.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, დავითაშვილი რუსეთში რჩება და კონტრაქტს ტულის „არსენალთან“ გააფორმებს.

თემები:
სპორტის ამბები (1170)

მთავარი თემები