11:04 25 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტის ამბები (1170)
57 0 0

ლევან მაისაშვილი მკურნალობის კურსს სამხრეთ აფრიკაში გადის, სადაც „ბორჯღალოსნებს" ადგილობრივ ნაკრებთან ამხანაგური შეხვედრა ჰქონდათ დაგეგმილი.

თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. საქართველოს რაგბის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი კოვიდ-ინფიცირებულია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, განაცხადა რაგბის კავშირის პრეზიდენტმა სოსო ტყემალაძემ რადიო Georgian Times-ის გადაცემაში საუბრისას.

საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის რაგბის ნაკრებებს შორის დაგეგმილი მეორე ტესტ-მატჩი, რომელიც სამხრეთ აფრიკაში 9 ივლისს უნდა გამართულიყო, კორონავირუსის ფაქტების გამოვლენის გამო გაუქმდა. ვირუსი ბორჯღალოსანთა რიგებში რამდენიმე ადამიანს დაუდასტურდა, ერთ-ერთი გუნდის მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილია.

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების მწვრთნელს ფილტვები აქვს დაზიანებული. მაისაშვილი ამ დროისთვის ნაკრებთან ერთად სამხრეთ აფრიკაში იმყოფება და მკურნალობის კურსს გადის.

„მას ფილტვები საკმაოდ დაზიანებული აქვს და სიცოცხლისთვის იბრძვის. ყველას მოვუწოდებ, რომ მისთვის ილოცონ. ყველაზე მეტად სწორედ ის ფრთხილობდა. აქვე მოვუწოდებ ყველას, რომ ვაქცინაცია აქტიურად გაგრძელდეს", - განაცხადა რაგბის კავშირის პრეზიდენტმა.

საქართველოს რაგბის ნაკრებსა და მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს შორის პირველი ტესტ–მატჩი, რომელიც 2 ივლისს გაიმართა, სამხრეთ აფრიკის გუნდის გამარჯვებით – 40:09 დასრულდა. სამხრეთ აფრიკასთან განმეორებით შეხვედრასთან ერთად, 17 ივლისს თბილისში დაგეგმილი შოტლანდიასთან მატჩიც გაუქმდა.

თემები:
სპორტის ამბები (1170)

მთავარი თემები