12:56 25 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტის ამბები (1170)
33 0 0

ლევან გორგაძე ურასთან ცუკიოტოშის ილეთით დამარცხდა. ქართველი სუმოისტი მორიგ შეხვედრას ცუროგიშოს წინააღმდეგ გამართავს.

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი იაპონიაში მიმდინარე ნაგოია ბაშოს მე-12 დღეს დამარცხდა.

ტოჩინოშინი მიმდინარე ზაფხულის ბაშოზე ამჯერად ურას დაუპირისპირდა და შეხვედრა ცუკიოტოშის ილეთით წააგო. აღსანიშნავია, რომ ქართველი სუმოისტის ბალანსზე ოთხი გამარჯვება და რვა მარცხია, რაც ნიშნავს, რომ ლევანმა სუპერტურნირზე უარყოფითი ბალანსი უკვე დააფიქსირა.

ნაგოია ბაშოს მე-13 დღეს ტოჩინოშინი მე-15 მაეგაშირა ცუროგიშოს შეხვდება. ქართველ სუმოისტს, რომელიც აღნიშნულ ტურნირზე მე-12 მაეგაშირას სტატუსით ასპარეზობს, უარყოფითი ბალანსის დაფიქსირების შემდეგ წოდებაში, სავარაუდოდ, კიდევ დააქვეითებენ.

თემები:
სპორტის ამბები (1170)

მთავარი თემები