ქართველი ეტლით მოფარიკავე გოგონები მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ

© photo: Fencing Federation Of Georgia / FBეტლით ფარიკაობა
ეტლით ფარიკაობა - Sputnik საქართველო, 1920, 07.07.2021
გამოწერა
მსოფლიო ჩემპიონატზე მიღწეული წარმატების შემდეგ ქართველი მოფარიკავეები პოლონეთის დედაქალაქში რჩებიან მსოფლიო თასის ტურნირში მონაწილეობის მისაღებად.
თბილისი, 7 ივლისი – Sputnik. საქართველოს ეტლით მოფარიკავე გოგონათა ნაკრებმა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა, ნათქვამია საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვება მოიპოვეს ირმა ხეცურიანმა, ნინა თიბილაშვილმა და გვანცა ზადიშვილმა. სამივე მათგანმა ტურნირზე საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. ვერცხლის მედალი მოიპოვა რაპირაში დიანა ჯიშიაშვილმაც.
საქართველოს ეტლით მოფარიკავე გოგონათა ნაკრები ვარშავაში მწვრთნელებთან მალხაზ მესხთან და მერაბ ბაზაძესთან ერთად იმყოფებოდა.
ქართველი სპორტსმენები პოლონეთში რჩებიან, სადაც მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიო თასის ეტაპზე, რომელიც 9-დან 12 ივლისის ჩათვლით ვარშავაში გაიმართება.
ყველა ახალი ამბავი
0