ექვსი მედალი ევროპის ჩემპიონატიდან – ქართველი მოჭიდავეების წარმატება

© courtesy of GeoWrestlingჭიდაობა
ჭიდაობა - Sputnik საქართველო, 1920, 21.06.2021
გამოწერა
ტურნირზე ოქროს მედალს მხოლოდ არჩილ ბოლქვაძე დაეუფლა. საქართველოს ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა.

თბილისი, 21 ივნისი – Sputnik. ქართველმა ბერძნულ–რომაული სტილით მოჭიდავეებმა ბულგარეთის ქალაქ სამოკოვოში მიმდინარე ჭაბუკთა შორის ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა ექვსი მედლით დაასრულეს. 

შმაგი ბოლქვაძე - Sputnik საქართველო, 1920, 26.04.2021
ქართველი ბერძნულ–რომაული სტილით მოჭიდავე ევროპის ჩემპიონი გახდა

ტურნირის ბოლო დღეს ქართველმა სპორტსმენებმა ერთდროულად ოთხი მედალი მოიპოვეს, აქედან ერთი ვერცხლი და სამი ბრინჯაო.

დასკვნით დღეს ფინალური ორთაბრძოლა წააგო 51 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე თამაზ ღლონტმა, რომელიც მასპინძელ ბორისლავ კირილოვთან 0:9 დამარცხდა. რაც შეეხება ბრინჯაოს მედლებს, კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ანრი ხოზრევანიძე (–45 კგ), რატი ხოზრევანიძე (–60 კგ) და გორ აივაზიანი (–92 კგ) ავიდნენ.

მანამდე საქართველოს სახელით ერთადერთი ოქროს მედალი 80 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე არჩილ ბოლქვაძემ მოიპოვა, რომელმაც ფინალში მოლდოველი მიჰაი გუტუ ანგარიშით 9:0 დაამარცხა. ვერცხლის მედალს დასჯერდა 65 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ანრი ფუტკარაძე.

საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა 132 ქულა მოაგროვა და მხოლოდ აზერბაიჯანს (153 ქულა) ჩამორჩა. ტურნირზე მესამე ადგილი უკრაინის ნაკრებმა (110 ქულა) დაიკავა.

ყველა ახალი ამბავი
0