15:48 12 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტის ამბები (1129)
72 0 0

ლიპარტელიანისთვის, რომელიც თავის წონით კატეგორიაში მსოფლიო რეიტინგის ლიდერია, ეს მედალი უკვე მეექვსეა მსოფლიოს ჩემპიონატებზე

თბილისი, 12 ივნისი – Sputnik. ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის მეექვსე დღეს საქართველოს ნაკრების შედეგებს კიდევ ორი ბრინჯაო დაემატა.

საპატიო კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე 100 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ვარლამ ლიპარტელიანი და ილია სულამანიძე ავიდნენ. ბრინჯაოსთვის ბრძოლაში ლიპარტელიანმა მიხაელ კორელი დაამარცხა ნიდერლანდებიდან, ხოლო სულამანიძემ – კანადელი შეიდი ელნაჰასი.

თავის წონით კატეგორიაში მსოფლიო რეიტინგის ლიდერი ლიპარტელიანისთვის ეს მედალი უკვე მეექვსეა მსოფლიოს ჩემპიონატებზე. სამწუხაროდ, მათ შორის ოქრო არ არის – სამი ვერცხლი და სამი ბრინჯაოა.

რაც შეეხება 19 წლის სულამანიძეს, ეს მისთვის პირველი მოგებაა მსოფლიო ჩემპიონატზე უფროსებისთვის. მანამდე ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ის ვერცხლის პრიზიორი გახდა.

ამგვარად, ჩემპიონატის ექვსი დღის შემდეგ საქართველოს ნაკრებს ოთხი მედალი აქვს. მანამდე ოქრო აიღო ლაშა შავდათუაშვილმა (–73) და ვერცხლი – ტატო გრიგალაშვილმა (–81).

საქართველოს ნაკრებს დასკვნით დღეს გელა ზაალიშვილი (+100) და სოფიო სომხიშვილი (+78) წარადგენენ.

თემები:
სპორტის ამბები (1129)

მთავარი თემები