05:59 13 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
6710

ნიკოლოზ შერაზადიშვილმა ნახევარფინალურ ეტაპზე იაპონელი ნაგასავას ბარიერი გადალახა, ფინალში კი უზბეკ ძიუდოისტს დამატებით დროში აჯობა

თბილისი, 10 ივნისი - Sputnik. უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ესპანეთის სახელით მოასპარეზე ქართველი ძიუდოისტი ნიკოლოზ შერაზადიშვილი (90კგ) ოქროს მედალს დაეუფლა.

25 წლის შერაზადიშვილი ფინალურ ეტაპზე უზბეკ სპორტსმენს დავლათ ბობონოვს დაუპირისპირდა. ორთაბრძოლა საკმაოდ დაძაბული გამოდგა და ძირითად დროში გამარჯვებულის გამოვლენა ვერ მოხერხდა. დამატებითი დროის მეორე წუთზე ნიკოლოზმა მეტოქე იპონით დაამარცხა და თავის კარიერაში მეორედ მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა. მანამდე შერაზადიშვილმა ნახევარფინალურ ეტაპზე ასევე იპონით დაამარცხა იაპონელი კენტა ნაგასავა.

ესპანეთის სახელით მოასპარეზე სპორტსმენმა პირველად მსოფლიო ჩემპიონატი 2018 წელს ბაქოში მოიგო და პირველი ესპანელი ძუდოისტი გახდა, ვინც ეს ტიტული მოიპოვა. ამავე წელს ესპანეთის ქალაქ ბრუნეტეში ერთ-ერთ ქუჩას ქართველი ძიუდოისტის სახელი დაერქვა.

View this post on Instagram

A post shared by Nikoshera (@nikoshera)

აღსანიშნავია, რომ 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით ბექა ღვინიაშვილი გამოდიოდა, რომელიც მსაჯებმა ტურნირის მეორე რაუნდში აკრძალული ილეთის გამო ჩემპიონატს გამოთიშეს.

შერაზადაშვილი თბილისში 1996 წელს დაიბადა. 14 წლის ასაკში მშობლებთან ერთად მადრიდში გაემგზავრა და ქალაქ ბრუნეტეს ერთ-ერთ კლუბში ვარჯიში განაგრძო. 2014 წელს ძიუდოისტი ესპანეთის მოქალაქე გახდა და საერთაშორისო შეჯიბრებებზე ესპანეთის სახელით გამოსვლის შესაძლებლობა მოიპოვა.

მთავარი თემები