17:43 13 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
61 0 0

საქართველოს ნაკრებისთვის ეს მეორე მედალია ამჟამინდელ მსოფლიო ჩემპიონატზე - გუშინ ოქროს მედალი 73 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილმა აიღო.

თბილისი, 9 ივნისი - Sputnik. ქართველმა ძიუდოისტმა ტატო გრიგალაშვილმა უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

81 კილოგრამამდე წონითი კატეგორიის ფინალში გრიგალაშვილი მსოფლიო რეიტინგის ლიდერთან, ბელგიელ მარიას კასესთან დამარცხდა.

21 წლის გრიგალაშვილისთვის ეს პირველი კვარცხლბეკია მსოფლიო ჩემპიონატზე მოზრდილთა შორის. აქამდე ქართველი ძიუდოისტი ორგზის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა იუნიორთა შორის მსოფლიო პირველობებზე (2017 და 2019 წლებში).

ამავე წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე წარმოადგენდა ლუკა მაისურაძე, მაგრამ მან მხოლოდ მერვედფინალამდე მიაღწია და უზბეკეთის წარმომადგენელ, შაროფიდინ ბოლტაბოევთან წააგო.

საქართველოს ნაკრებისთვის გრიგალაშვილის მიერ აღებული მედალი მეორეა ამჟამინდელ მსოფლიო ჩემპიონატზე - გუშინ 73 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი გახდა.

მსოფლიო ჩემპიონატის მეხუთე დღეს საქართველოს ნაკრებს ორი სპორტსმენი წარადგენს: ბექა ღვინიაშვილი (-90 კგ) და მარიამ ჭანტურია (-70 კგ).

მთავარი თემები