15:53 16 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8492
  • 100 RUB4.4160
  • USD3.1751
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
26 0 0

ნიკოლოზ ბასილაშვილი შტუტგარტის ტურნირის მერვედფინალურ ეტაპზე მარინ ჩილიჩსა და რუდოლფ მოლეკერს შორის უძლიერესს შეხვდება.

თბილისი, 8 ივნისი - Sputnik. საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (31-ე პოზიცია АТР-ს რეიტინგით) შტუტგარტში АТР-250-ის სერიის ტურნირის პირველი შეხვედრა მოიგო და მომდევნო ეტაპზე გადასვლა მოახერხა.

საქართველოს პირველი ჩოგანი მასპინძელ დასტინ ბრაუნს გაეჯიბრა და გამარჯვება ორ სეტში ანგარიშით 6:3, 7:6 მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ დასტინ ბრაუნი 36 წლისაა და მიმდინარე მსოფლიო რეიტინგში 303-ე ადგილს იკავებს. მან კარიერის საუკეთესო შედეგი 2016 წელს დააფიქსირა, მაშინ დასტინი 64-ე პოზიციაზე იმყოფებოდა.

ნიკოლოზი მერვედფინალურ ეტაპზე ხორვატ მარინ ჩილიჩსა და კიდევ ერთ გერმანელ რუდოლფ მოლეკერს შორის გამარჯვებულს შეხვდება. ტურნირზე პირველ ნომრად კანადელი დენის შაპოვალოვია განთესილი, რომელსაც უკან ჰუბერტ ჰურკაჩი (პოლონეთი), ფელიქს ოჟიე-ალიასიმი (კანადა) და ალექს დე მინორი (ავსტრალია) მოჰყვებიან.

აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილი წყვილთა თანრიგშიც იასპარეზებს. ქართველი ჩოგბურთელი ინდოელ დივიჯ შარანს შეუწყვილდა და პირველ წრეში მათი მეტოქე არიელ ბეჰარი-გონზალო ესკობარის დუეტი იქნება (ურუგვაი-ეკვადორი).

ბასილაშვილმა შტუტგარტის ტურნირზე ბოლოს 2019 წელს ითამაშა და პირველივე შეხვედრა უნგრელ მარტონ ფუჩოვიჩთან 7:6 (7:4), 2:6, 5:7 დათმო. 2020 წელს კი მსოფლიოში არსებული კორონავირუსის პანდემიის გამო ტურნირი არ გაიმართა.

მთავარი თემები