18:07 12 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
55 0 0

66 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე მარგველაშვილი, რომელიც მსოფლიო რეიტინგში მესამე პოზიციას იკავებს, პირველივე ორთაბრძოლაში დამარცხდა.

თბილისი, 7 ივნისი - Sputnik. საქართველოს ნაკრების ძიუდოისტები მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დღეს მედლების გარეშე დარჩნენ. ჩემპიონატი უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში იმართება.

66 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ვაჟა მარგველაშვილი მოლდოველ ვადიმ ბუნესკუსთან პირველივე შეხვედრაში დამარცხდა. ამ შედეგს შეიძლება სენსაციური ეწოდოს, რადგან მარგველაშვილი მსოფლიო რეიტინგში მესამე ადგილზეა (თავის წონით კატეგორიაში), ბუნესკუ კი - 71 ადგილზე.

მედლების გარეშე დაასრულეს ასპარეზობა გოგონებმაც. 52 კგ წონით კატეგორიაში ტატიანა ლევიცკა-შუკვანმა პირველივე შეხვედრა წააგო აზერბაიჯანელ გიულტაჟ მამადალიევასთან, მარიამ ჯანაშვილი კი მეორე წრეზე მონღოლ სოსორბარ ლხაგვასურენთან დამარცხდა.

მსოფლიო ჩემპიონატის მესამე დღეს საქართველოს წარადგენს სამი ძიუდოისტი. ლაშა შავდათუაშვილი და ნუგზარ ტატალაშვილი 73 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზებენ, ეთერ ლიპარტელიანი კი 57 კგ წონით კატეგორიაში.

მსოფლიო ჩემპიონატი ბუდაპეშტში 13 ივნისამდე გასტანს. ტურნირზე მსოფლიოს 118 ქვეყნიდან 664 ძიუდოისტი გამოდის (386 მამაკაცი და 278 ქალი). საქართველოს ნაკრები 14 სპორტსმენით არის წარმოდგენილი.

მთავარი თემები