ქართველ კანოისტს ევროპის ჩემპიონატის მედლამდე წამის მეათედები დააკლდა

© photo: Sputnik / Denis Aslanovზაზა ნადირაძე
ზაზა ნადირაძე - Sputnik საქართველო, 1920, 05.06.2021
გამოწერა
ზაზა ნადირაძეს ევროპის ჩემპიონატებზე სამი მედალი აქვს მოპოვებული: 2018 წელს მან ოქრო აიღო, მანამდე კი ორი ბრინჯაო.

თბილისი, 5 ივნისი– Sputnik. ქართველმა კანოისტმა ზაზა ნადირაძემ პოლონეთის ქალაქ პოზნანში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე 200 მეტრიან დისტანციაზე ინდივიდუალურ შეჯიბრებაში მეოთხე ადგილი დაიკავა.

ქართველი სპორტსმენის შედეგი 41,173 წამია. შეჯიბრების გამარჯვებულს, ესპანელ ხუან მორენოს ნადირაძე მხოლოდ 0,403 წამით ჩამორჩა.

ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი გახდა ბელარუსი არტიომ კოზირი (40,798), ხოლო მესამე ადგილზე გავიდა ლიეტუველი ჰენრიკას ზუსტაუტასი (40,960).

ნადირაძე ევროპის ჩემპიონატების პრიზიორი სამჯერ გახდა. 2018 წელს მან ოქროს მედალი მოიპოვა, მანამდე კი ორჯერ გახდა ბრინჯაოს პრიზიორი.

ყველა ახალი ამბავი
0