18:10 13 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
31 0 0

საქართველოს ნაკრებმა ლიეტუვა ჯვარაშვილისა და თოდუას გოლებით დაამარცხა. გუნდები 4 ივნისს ერთმანეთთან კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს გამართავენ.

თბილისი, 3 ივნისი - Sputnik. საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ლიეტუვის ნაკრებს უმასპინძლა და მოწინააღმდეგე ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

შეხვედრა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა. ავთანდილ ასათიანის გუნდი ლიეტუვას გადახალისებული შემადგენლობით დაუხვდა. ჩვენმა ნაკრებმა ნატურალიზებული ფეხბურთელების გარეშე გამარჯვება საკმაოდ მარტივად მოიპოვა.

შეხვედრის პირველი გოლი მატჩის დაწყებიდან მალევე, მე-3 წუთზე გავიდა. ანგარიში ვახტანგ ჯვარაშვილმა გახსნა, რის შემდეგაც ქართველმა ფეხბურთელებმა მეტოქე გუნდის მეკარეს კიდევ რამდენიმე სახიფათო მომენტი შესთავაზეს. მატჩის მეორე ტაიმი ლიეტუვამ აქტიურად დაიწყო, თუმცა საბოლოოდ თავი 28-ე წუთზე ირაკლი თოდუამ გამოიჩინა და მეორე გოლი გაიტანა. დარჩენილ წუთებში გუნდებმა შედეგიანი დარტყმის განხორციელება ვეღარ შეძლეს და შეხვედრა საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა.

საქართველოსა და ლიეტუვის ნაკრებები კიდევ ერთ ამხანაგურ შეხვედრას 4 ივნისს ჩაატარებენ. ავთანდილ ასათიანის გუნდი ევროპის პირველობისთვის ემზადება, რომელიც 2022 წელს 19 იანვრიდან 6 თებერვლამდე პერიოდში ნიდერლანდში გაიმართება.

მთავარი თემები